ფარულავა დემოკრატიული ოპოზიცია მოთხოვნებში ერთიანია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, დემოკრატიული ოპოზიცია გაერთიანებულია საკვანძო მოთხოვნებში, რაც ეხება რეპრესიებისა და ტერორის შეწყვეტას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. მისი თქმით, ამ მიზნების მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. „დემოკრატიული ოპოზიცია გაერთიანებულია ორ ძირითად მოთხოვნაში - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ტერორისა და რეპრესიების დასრულება და ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომელიც უნდა ჩატარდეს ივანიშვილის რუსული რეჟიმის გარეშე. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მოთხოვნა ეხება რეპრესიებისა და ტერორის შეწყვეტას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარებას - ამ მოთხოვნაში ერთიანია მთელი დემოკრატიული საზოგადოება. საუბარია კონკრეტულ ნაბიჯებზე, სამოქმედო ზოგად გეგმაზე, რომელზეც ვმუშაობთ და ამ ნაბიჯებით ჩვენ არა მხოლოდ ზურას ვეთანხმებით, არამედ ვუერთდებით მათ. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ სხვებიც შეუერთდებიან ამ ჩარჩო შეთანხმებას, რომელსაც დემოკრატიული ოპოზიცია ამზადებს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ. კითხვაზე: „რა როლს თამაშობს ზურაბიშვილი ამ პროცესებში - მხოლოდ გარე მიმართულებით იქნება აქტიური თუ იგეგმება მისთვის უფრო დიდი პასუხისმგებლობის დაკისრება? - ლაშა ფარულავამ უპასუხა, რომ ამ ბრძოლაში აშკარა ლიდერი არ არის. "ეს ბრძოლა ჰორიზონტალური ხასიათისაა, არ არსებობს თავდადებული ლიდერი. ლიდერი არის ქართული საზოგადოება, რომელიც წელიწადზე მეტია დგას რუსთაველის გამზირზე და ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. სალომე ზურაბიშვილიც და დემოკრატიული ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერებიც თანაბარ პირობებში არიან", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
• საქართველომ 2025 წელს 1,69 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიზიდა • სახალხო დამცველი მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, უზრუნველყოს პატიმრების შვილებთან ურთიერთობა • ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე კობახიძე ისრაელის ელჩს შეხვდა • მთავრობის ადმინისტრაცია - ისრაელის ელჩთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო და მიუსამძიმრა ისრაელს დაღუპვის გამო. • ტელეკომპანია „ტვ პირველის“ სატელიტური მაუწყებლობა ფინანსური დავალიანების გამო შეწყდა • იუნესკოს ექსპერტები განიხილავენ მცხეთაში რივერსაიდ პარკის კონცეფციას •