ილჰამ ალიევი ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვების შესახებ

ილჰამ ალიევი ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვების შესახებ

სომხური მხარისგან მივიღეთ მოთხოვნა სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვების თაობაზე, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეს განცხადება დავოსში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გააკეთა. მისი თქმით, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიით ხორციელდება, თუმცა შორს არ არის დრო, როდესაც ტრანზიტი სომხეთიდან პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიით განხორციელდება. "ჩვენ, ფაქტობრივად, ცალმხრივად გავხსენით დერეფნები სომხეთისთვის. დიახ, ამჟამად ტრანსპორტირება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიით, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ტრანზიტი განხორციელდება სომხეთიდან პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით და ეს დრო არც ისე შორს არის", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ალიევის თქმით, აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტი თავად რეგიონი და მისი მეზობლებია. "მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა მეზობელთან, რა თქმა უნდა, სომხეთის გარდა - ცნობილი მიზეზების გამო. ფაქტობრივი მშვიდობის დამყარების შემდეგ ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და საექსპორტო ოპერაციები", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდასაქართველო ამაყობს სამხრეთ გაზის დერეფანში მონაწილეობით - მარიამ ქვრივიშვილიდღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ახლო აღმოსავლეთიდან სპეციალური რეისი განხორციელდებასაბერძნეთში კრეტაზე მდებარე აშშ-ს საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ქართველი მამაკაცი დააკავესოპოზიცია საქართველოში ალიანსად გაერთიანდაქართული და იაპონური ორგანიზაციები აერთიანებენ ძალებს დავოს26-ის შემდეგ, რათა გააძლიერონ ქალები ხელოვნური ინტელექტის სფეროში მსოფლიოში

ENDEKA