გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საგზაო დეპარტამენტი ავრცელებს
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, მათი ინფორმაციით, დიდთოვლობისა და მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული. „კერძოდ, ლიპყინულის, დიდთოვლობისა და მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია შემდეგ ზონებში: — გუდაური (ფოსტა) – მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კობის მონაკვეთი; — ახალსოფლის სატრანსპორტო კვეთა – თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ბორითის სატრანსპორტო კვეთა; — გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ 1–კმ 106 მონაკვეთი; - კოდას მონაკვეთები - სოფ. ალგეთი და კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ 110–კმ 146; — ნაქერალას უღელტეხილი; - საჩხერე-რაჭის გზა; — ფარცხისი–თეთრიწყაროს გზატკეცილი; — მარნეული–თეთრიწყარო–წალკის გზატკეცილი; — ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის ოფითარა–მელესის მონაკვეთი; — ქუთაისი–ალპანა–მამისონის საავტომობილო გზის კორენიში–შოვის მონაკვეთი; — ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი–უშგულის მონაკვეთი. ზვავსაშიშროების, დიდთოვლობის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. — ფარავნის უღელტეხილზე; - ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის პაქსაძე-უთკისუბნის ხიდის მონაკვეთზე; — ნიჩბისი–დიდგორი–დიდი თონეთის გზატკეცილზე; — კორშა-შატილის მონაკვეთზე; - უშგული - ლასდილის მონაკვეთზე. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 50-კმ 85-ე მონაკვეთზე მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაღალი გამტარი ავტოტრანსპორტისთვის. საავტომობილო გზების სხვა მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდვის გარეშე მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
• ბორის ჯონსონმა განმარტა, თუ რატომ იმოქმედა ბრიტანეთის სანქციებმა საქართველოს პროსამთავრობო ტელეარხებზე. • საბერძნეთმა კრეტას სტრატეგიულ საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავა • სადახლოს გამშვებ პუნქტზე 125 ლიტრი თხევადი მეტამფეტამინი ამოიღეს - ირანის მოქალაქე დააკავეს. • ვინც ამბობს, რომ "ნაცი" სირცხვილია, ერთი-ორი სიტყვა დაამატე შენზე "ქოცი" - არ მაქვს ამნეზია, დებო და ძმებო, მაქვს მოთმინება და საღი აზრი. • თამარ ბაგრატიონმა პატიმარ ქალებს დედის დღე მიულოცა • მახაშვილი: ჩვენ არ გვინდა ყველაფრის ფასად აღვადგინოთ ურთიერთობა აშშ-სთან, წინააღმდეგ შემთხვევაში გადატვირთვის შესაძლებლობა მაინც იქნებოდა •