ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, კომისიამ დაიწყო საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შე...

ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, კომისიამ დაიწყო საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შე...

ევროკომისიამ დაიწყო საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი, განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა მარკუს ლამერტმა ბრიფინგზე. ევროკომისიის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებზეც ეფუძნება ვიზალიბერალიზაცია და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. პრესსპიკერმა ასევე გაიმეორა ორეტაპიანი მიდგომა და აღნიშნა, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმით მოქმედებს ორეტაპიანი პროცესი: პირველი ეტაპი ეხება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს, ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ გარკვეულ მომენტში, თუ უკანდახევა გაგრძელდება, ღონისძიება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე. „მე შემიძლია ვისაუბრო ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ჩვენს ზომებზე, ევროკომისიამ დაიწყო უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტები ახალი ვიზის შეჩერების მექანიზმით. ვიზალიბერალიზაციის მიზანია ადამიანთა შორის კონტაქტების გაძლიერება და საერთო ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა. ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ამ პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ვიზალიბერალიზაცია; არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს; და ხელს უშლის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას. როგორც პირველი ნაბიჯი, ევროკომისიამ თავისი შეფასება გადასცა ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს. მიღების შემდეგ, ეს უზრუნველყოფს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ყველა წევრ ქვეყანაში ერთნაირად. სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში - იმის გათვალისწინებით, რომ იგი გადაიხედა და ძალაში შევიდა გასული წლის ბოლოს - შესაძლებელია ორეტაპიანი მიდგომა. ერთი მიდგომა, პირველი ეტაპი, ეხება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს. არსებობს შესაძლებლობა, რომ გარკვეულ მომენტში, თუ უკანდახევა გაგრძელდება, ის შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე, მაგრამ ეს არ არის ავტომატური, ”- თქვა ლამერტმა.

ენმ: ჩვენ ვემიჯნებით პარტნიორ პარტიებზე თავდასხმებსაუდიტმა საქართველოში მუნიციპალური უძრავი ქონების მართვაში სერიოზული პრობლემები გამოავლინააშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაახლა სამოგზაურო რჩევები - საქართველო რჩება უსაფრთხოების 1 დონის ქვეყანადლაშა ფარულავა: ყულევთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ლევან დავითაშვილის დაკითხვის ჩანაწერი ევროსტრუქტურებში გაგზავნეს.საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ტაილანდიდან ჩარტერებით გაჰყავთირაკლი კუპრაძე - კრიზისის განმუხტვისთვის საჭიროა დიალოგის ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ - ორი მთავარი პრობლემა უნდა გადაწყდეს: სამართლიანი არჩევნების საკითხი და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ENDEKA