ევროკომისიამ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო
ევროკომისიამ საქართველოს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო. ამჟამად მათ შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ 90 დღემდე ვიზიტი. ევროკომისიამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა განაცხადა. „ევროკომისიამ დაიწყო უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტები, ახალი ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში. - მარკუს ლამერტი მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მიზნად ისახავს ადამიანებს შორის კონტაქტების გაძლიერებას და საერთო ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების პატივისცემას. ევროკომისიის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა თავისი ქმედებებით ძირს უთხრის ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს. > „ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებზეც ეფუძნება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია; არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს; აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას. – ევროკომისიის წარმომადგენელი მან დასძინა, რომ ევროკომისიამ თავისი შეფასება უკვე გადასცა ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტებით ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ 90 დღემდე, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ შესვლა შეუძლიათ.
• კობახიძე და პაპუაშვილი კავკასიის სამედიცინო ცენტრში მივიდნენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იმყოფება. • ჯანდაცვის მინისტრი: პატრიარქის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე ან გაუარესებაზე საუბარი არ არის • ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი კავკასიის სამედიცინო ცენტრში ჩავიდნენ. • ელენე ხოშტარია - მე, როგორც პოლიტპატიმარი, ძალიან მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ პირს ან ადამიანთა ჯგუფს რაიმე სახის დიალოგში ჩემი თავისუფლებისა და პატიმრობის შესახებ. • ყოფილი ომბუდსმენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეუთოს ექსპერტთან კონტაქტის გამო დაიბარა • კობახიძემ პირობა დადო, რომ ილია მეორისთვის ყველაფერს გააკეთებს •