ჩხაიძე გრიპი კვლავ დომინანტური რჩება, გავრცელების პიკს იანვრის მე 3 4 კვირაში ველოდებით

ჩხაიძე გრიპი კვლავ დომინანტური რჩება, გავრცელების პიკს იანვრის მე 3 4 კვირაში ველოდებით

იაშვილის კლინიკაში სასუნთქი სისტემის მწვავე დაზიანებით 32 ბავშვია - გრიპი კვლავ დომინანტური რჩება, მისი გავრცელების მაჩვენებელი 77%-ია, - ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო 5-6 კვირაა, რომ კორონავირუსი ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. „გრიპი კვლავ ლიდერობს ვირუსს. ყველაზე მაღალი საერთო მაჩვენებელი აქვს H3N2 ვირუსს, ე.წ. ჰონგ კონგის ვირუსს. მისი გავრცელების მაჩვენებელი 72%, მეორე ადგილზეა „B“ ტიპის ვირუსი - 4% და 1% სხვა ტიპის „A“ ვირუსებისთვის. რაც მთავარია, გრიპი დომინანტური რჩება, გავრცელების მაჩვენებელი შედარებით დაბალია 77% სხვა ვირუსებზე. რინოვირუსი, პარაგრიპი, რესპირატორული სინციციალური ვირუსი. ჯერ ნაადრევია პასუხის გაცემა კითხვაზე, გადავიდა თუ არა ვირუსის პიკი. ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. ჩვენ ველოდებით, რომ პიკი იანვრის მე-3-4 კვირაში იქნება. იაშვილის კლინიკაში სასუნთქი სისტემის მწვავე დაზიანებით 32 ბავშვია. წლევანდელი და შარშანდელი მაჩვენებლები, გარკვეულწილად, იდენტურია, განსხვავებები ადრეულ ზრდასა და გავრცელებაშია. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5-6 კვირაა, კორონავირუსი ლაბორატორიულად არ დადასტურებულა“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

გიგა ლემონჯავა: „ოპოზიციური ალიანსის“ კარი ღიაა ყველა პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფისთვის - ჩვენ ვაგრძელებთ მათთან კოორდინაციასისრაელის ელჩმა გამოთქვა სურვილი, შეხვდეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს.მიხეილ სააკაშვილი - დღეს ოპოზიცია იჩენს ერთიანობას, ახლა უნდა გამოიჩინოს ძალა და ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს დიქტატურის მიმართ სექტორული სანქციების მოთხოვნა - ამის კომპეტენცია ოპოზიციას ნამდვილად აქვს.ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში: 2025 წელს საქართველოში მდგომარეობა "საგანგაშო ტემპით" გაუარესდაირანის საელჩო საქართველოში: დაკავებულია ირანის მოქალაქე, რომელმაც საკონსულო განყოფილების ფანჯრის მინა ჩაამსხვრიაგიგა ფარულავა: პარტიები, რომლებიც ჯერ გაერთიანდნენ, შემდეგ გაიყვნენ და ახლა ისევ ერთიანობაზე საუბრობენ, „ოცნების“ მთავრობას და მის პროპაგანდას საჩუქარს აძლევენ - ამ პარტიებთან აბსოლუტურად არაფერი გვაქვს საერთო

ENDEKA