51 ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს
თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, დაკავებული იყო აგრესიულ მდგომარეობაში. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გამოიყენეს სპეციალური ინსტრუმენტი, ე.წ. სპრეი, რის შემდეგაც მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ჯერ თავისი ავტომობილით რკინის ბარიერს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოვიდა და დანით მუქარა დაიწყო. ის ორი დანით იყო შეიარაღებული და პოლიციას უთხრა: "არ მიხვიდე, თორემ თავს მოვიკლავ!"
• საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის პერსპექტივა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული • საქართველოში ბენზინზე გაყალბებული დანამატის კონტრაბანდის ბრალდებით ჯგუფი დააკავეს • მიხეილ სარჯველაძე - შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პატრიარქის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი არ განიხილება - რაც შეეხება უცხოელი ექიმის მოყვანას, როცა ასეთი საჭიროება გაჩნდება, უზრუნველყოფილი იქნება. • რუსეთ-საქართველოს გზა მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა • კობახიძემ ოპოზიციასთან დიალოგის პირობად გენმოდიფიცირებული ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარება უწოდა. • iFact: თბილისში "საერთაშორისო"/რუსული საჰაერო ტანვარჯიშის ტურნირი გაიმართა •