სონღულაშვილი ფასების სამთავრობო კომისიის მუშაობის კონკრეტულ შედეგებს საზოგადოებას აპრილის ბოლომდე ეცნობება

სონღულაშვილი ფასების სამთავრობო კომისიის მუშაობის კონკრეტულ შედეგებს საზოგადოებას აპრილის ბოლომდე ეცნობება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, სურსათზე ფასების საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის წევრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, აპრილის ბოლოს საზოგადოება კომისიის საქმიანობის კონკრეტულ შედეგებს გაიგებს. „სამთავრობო კომისიის საორგანიზაციო სხდომაზე განვიხილეთ სამუშაოების გეგმა და პროცესი, დაიგეგმა შეხვედრები ყველა ჩართულ მხარესთან სამოქმედო გეგმის განსახილველად და შედეგების დასადგენად, რომლის მიღწევაც მნიშვნელოვანია ამ კომისიის მუშაობის ფარგლებში“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა. მედიკამენტებზე და საწვავზე ფასებზე იმუშავებს სურსათზე ფასების საკოორდინაციო სამთავრობო კომისია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს. შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს მომავალი კვირების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავდა შეხვედრებს მწარმოებლებთან, საცალო ქსელების და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინირებულად იმუშავებს და მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლოს დაასრულებს. მუშაობის პროცესში საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია პროდუქციის რეალური ღირებულების, ფასის კომპონენტებისა და შესაძლო ალოგიკური მარკირების შესახებ. კომისიის წევრები ვარაუდობენ, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად ეტაპობრივად დაიწყება.

შალვა პაპუაშვილი: მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის საუბარი იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობებს შორის ურთიერთობა მაღალ დონეს მიაღწია - აპრილში ველოდებით შემდეგ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია ურთიერთობების გადატვირთვისკენ.ქუთაისში წვევამდელიდან ქრთამის აღების ფაქტზე ექიმი დააკავესმიტროპოლიტი სტეფანე სინოდის დღევანდელ სხდომაზე: არ ყოფილა ისეთი საკითხები, რომლებზეც ვერ შევთანხმდით - ამ ეტაპზე ყველა საჭიროზე შევთანხმდითსაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის ოქმი გამოაქვეყნაპეტრე ცაავას საპატრიარქო ტახტის კანდიდატის დასადგენად არჩევნებში მონაწილეობა სურსმიხეილ ყაველაშვილი: შეხედეთ რა გააკეთეს - დაცინვა და შეურაცხყოფა ჩემი მეუღლის მიმართ - არაფერია, რომ ეს ხალხი არ გააკეთებს - თუ გინდა გააუმჯობესო ურთიერთობა აშშ-სთან, რატომ უშლი?

ENDEKA