სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულთა ზოგიერთი ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების თავისუფლების აღკვეთის სახით გაუქმებას ითხოვდა, ნაწილი კი გირაოს შეფარდებას. დაცვის მხარემ მოტივად დაასახელა ის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას არ ავლენდა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების დაცვას მოითხოვდა და მოტივად ბრალდებულის მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენის საშიშროება და მათი გაქცევის საშიშროება დაასახელა. საბოლოოდ, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა და 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვა. შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილი, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავი, ვახტანგ ფიცხელაური, ალექსანდრე ხაბეიშვილი, აბო ნავერიანი, ანტონ უფერი, ავთანდილ სურმანიძე, გიორგი მულაძე1, თემურ22 მუხლით ბრალდებულები იყვნენ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჩამორთმევის მცდელობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა). მარიამ მექანციშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედებების მოწყობა) ედება. ნანა სანდერს ბრალი სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. მას ასევე ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საჯარო მოწოდებები კონსტიტუციური სისტემის ძალადობრივი ცვლილების ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.

80 წლის ქართველმა სპორტსმენმა ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქრო და ორი ვერცხლი მოიპოვა.კაია კალასი: ევროკავშირის მინისტრებმა განიხილეს საქართველოში დემოკრატიული ვითარების შემდგომი გაუარესება, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად მომავალ შეხვედრაზე ვისაუბრებთფულადი გზავნილები საქართველოში თებერვალში 17%-ით გაიზარდა, ლიდერობენ ევროკავშირი და აშშუჩა ნანუაშვილი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას ითხოვსგავრცელებული ინფორმაციით, აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე პირი დააკავეს.კალასი: საქართველოს საკითხს „დეტალურად“ განვიხილავთ, ხოლო ქვეყანაში ვითარების გაუარესება აღვნიშნეთ

ENDEKA