საქართველოს თავდაცვის მინისტრი ყატარელ კოლეგას შეხვდა
ყატარის სახელმწიფოში ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ყატარის ვიცე-პრემიერს, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა მას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი კავშირების მნიშვნელობას და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოსა და ყატარს შორის ურთიერთობების განვითარებაში არსებული პოზიტიური დინამიკა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები განიხილეს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს. საქართველოს ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი კოლეგის მიწვევით კატარის დედაქალაქ დოჰაში იმყოფება. თავის მხრივ, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში ვიზიტით მიიწვია შეიხი საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანი. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დოჰაში გამართულ საერთაშორისო სამხედრო გამოფენას ეწვია.
• კავკასიის სამედიცინო ცენტრის დირექტორი კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობის შესახებ • კავკასიის სამედიცინო ცენტრი: პატრიარქი მასიური კუჭის სისხლდენით შეიყვანეს და კრიტიკულ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. • საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები კავკასიის სამედიცინო ცენტრში მიდიან • ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით განცხადება ევროკომისიის პრესმდივანმა გააკეთა • შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ცალ ფეხზე კი არ ვდგავართ, როგორც ზოგს სურს, როგორც სხვის სახლში შესვლის მსურველი, არამედ ვდგავართ როგორც საკუთარ სახლში მცხოვრები, სიკეთისა და ბოროტების გარჩევა. • „ამბასადორის კუნძული ბათუმმა“ უმასპინძლა სიმბოლური ფონდის კაფსულის ცერემონიას საეტაპო „პირველი კოშკისთვის“ •