ლევან სანიკიძე ქართული ოცნება ცდილობს აჩვენოს, რომ ყაველაშვილს აქვს ძალა ჩვენ გვაქვს ძალა და აი, ასე გექცევით რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ის არ ...

ლევან სანიკიძე ქართული ოცნება ცდილობს აჩვენოს, რომ ყაველაშვილს აქვს ძალა ჩვენ გვაქვს ძალა და აი, ასე გექცევით რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ის არ ...

„ქართული ოცნება“ ცდილობს აჩვენოს, რომ ე.წ პრეზიდენტად გამოცხადებულ სამარცხვინო კანდიდატს აქვს ძალა - უნდა გეხვეწოთ და დაელოდოთ შეწყალებას... ეს ხალხი არ სარგებლობს ლეგიტიმურობით, საზოგადოების მხარდაჭერით, მაგრამ ცდილობენ აჩვენონ: „ჩვენ გვაქვს ძალაუფლება, ხალხო, არ გვაინტერესებს ლეგიტიმურები ვართ თუ არა, ასე მოგექცევით! - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ "პალიტრანიუსზე" მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმართა შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ლევან სანიკიძემ აღნიშნა, არ შეიძლება ერთ დღეს ივარაუდოთ, რომ „ივანიშვილი მოწყალებას გამოიჩენს და ხალხს გაათავისუფლებს“ და მეორე დღეს ილაპარაკოთ იმაზე, რომ ის არის პუტინის „უკანასკნელი მოჰიკანი“ კავკასიაში. „ქართული ოცნება“ ცდილობს აჩვენოს, რომ ე.წ პრეზიდენტად გამოცხადებულ სამარცხვინო კანდიდატს აქვს ძალაუფლება - უნდა გეხვეწოთ და დაელოდოთ შეწყალებას... ეს ხალხი არ სარგებლობს ლეგიტიმურობით, საზოგადოების მხარდაჭერით, მაგრამ ცდილობენ აჩვენონ: „ძალა გვაქვს, ხალხო, არ გვაინტერესებს ლეგიტიმურები ვართ თუ არა, ასე მოგექცევით! ივანიშვილის ადამიანური თვისებები ატროფირებულია. მითუმეტეს როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს არის პატიმართა ჯგუფი, რომელთა უმეტესობას მძიმე პერიოდი ჰქონდა. ყველა პროპაგანდა მუშაობდა მათ დისკრედიტაციაზე. თუ პრაგმატულ პოლიტიკაზეა საუბარი, ეს ადამიანები არ უნდა დაეპატიმრებინათ. „ქართულ ოცნებას“ ბევრად უფრო მარტივად შეეძლო ეჩვენებინა, თითქოს ამ ქვეყანაში სიტუაცია ნორმალიზებულიყო. არის სხვადასხვა ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა დროს პოლიტიკური ბრალდებით დააკავეს. ჯგუფიც რომ გაათავისუფლონ, უფრო დიდ ჯგუფს ციხეში დატოვებენ. ეს არის ადამიანებით ვაჭრობა, ეს არის კატასტროფა. დაინგრა კანონის უზენაესობის პრინციპები, საუბარია დე ფაქტო პრეზიდენტზე, პრემიერზე. ეს განაჩენები არარელევანტურია, არ არის აღიარებული ცივილიზებული სამყაროს მიერ. როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში სიტუაციის მარტივად ნორმალიზება?! ჩვენ, განსაკუთრებით ჩემს კოლეგა პოლიტიკურ აქტორებს, მეტი ყურადღება მოგვიწევს: არ შეიძლება ერთ დღეს ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი მოწყალებას გამოიჩენს და გაათავისუფლებს უდანაშაულოდ დაკავებულ ადამიანებს, მეორე დღეს კი იმაზე ლაპარაკი, რომ ის არის პუტინის „უკანასკნელი მოჰიკანი“ კავკასიაში და იმავდროულად, ადამიანი, ვინც მოსახლეობა მოწამლა ქიმიური იარაღით. თუ ეს კაცია, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ასე იქცევა. სწორედ ამას ველოდი ქართული ოცნებისგან“, - აღნიშნა სანიკიძემ. გარდა აღნიშნული თემისა, ლევან სანიკიძემ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს შორის პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის პროცესზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ ქვეყანაში ცვლილებების მოტანა ოპოზიციური ერთიანობის გარეშე შეუძლებელია, თუმცა არ უნდა გვქონდეს „ვიზუალური ოპოზიციური ერთობა, არ უნდა იყოს ურთიერთშეტევა და ერთმანეთის ბაღებზე ქვების სროლა“. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, აქტიურად ვართ ჩართული კონსულტაციებში სხვადასხვა აქტორებთან. ყველას გვესმის, რომ ოპოზიციის ერთიანობის გარეშე შეუძლებელია ამ ქვეყანაში ცვლილებების მოტანა. ეს გამოწვევაა იმ თვალსაზრისით, რომ შეუძლებელია ერთ მხარეს ჰქონდეს ამ დონის მხარდაჭერა, მაგრამ ამავე დროს ეს არის შესაძლებლობა. ამომრჩეველი გეუბნებათ, რატომ ვერ იტანთ ერთად, მე მჯერა, რომ ეს უფრო სერიოზულ მიდგომას მოითხოვს, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ვიზუალური ოპოზიციური ერთიანობა, არ უნდა იყოს ერთმანეთის ბაღში ქვების სროლა ქმედებები, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს სხვა გამოსავალი არ აქვს“, - აღნიშნა სანიკიძემ. გარდა ამისა, მან ასევე ისაუბრა ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ ვითარებაზე და გამოეხმაურა ინფორმაცია, რომ პარტიაში კონფლიქტია და ლევან სანიკიძე, სავარაუდოდ, თინა ბოკუჩავას შეცვლის.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სამართალდამცავების საგანგებო მობილიზებაა - სხდომაზე ჯანგველაძის მეგობარი კოკა მორგოშია დაიკითხება.გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე - ზურაბიშვილი დაკარგულია, როგორც დემონტაჟული ნაწილებისგან შექმნილი მანქანის მძღოლი - მინდა ამ მანქანაში ვნახო, მაგრამ რამდენიმე მეტრის გადაადგილების შემდეგ ისევ აღმოჩნდებიან, საიდანაც სავარაუდოდ მოვიდნენ.კოკა მორგოშია: ლევან ჯანგველაძემ მითხრა, რომ ოთარ ფარცხალაძეს „ბევრი ღელვა“ ჰქონდა - ფარცხალაძის გარეშე ქალაქში არაფერი მომხდარა; მას თბილისის ქუჩები გადასცეს, საბაჟო მას ეკუთვნოდა, პროკურატურაც, პოლიციაც.ქვემო ქართლში ნარკოდანაშაულისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავესქეთევან ბაქარაძე უმრავლესობისადმი: თქვენ ყოველდღე გვესაუბრებით ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ კვერცხზე ფასსაც ვერ დააკლებ, რომ აღარაფერი ვთქვათ პენსიებზე - ეს თქვენი ეკონომიკური ზრდა ერთი ჩინოვნიკის ჯიბეში მთავრდება, მერე მეორის ჯიბეში.უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო

ENDEKA