ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტმა შეწყალების აქტი საღამოს გამოსცა და გათავისუფლება დილიდან დაიწყო, რა არის არაადამიანური? როცა შეწყალება უნდათ, პატიმრის ...

ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტმა შეწყალების აქტი საღამოს გამოსცა და გათავისუფლება დილიდან დაიწყო, რა არის არაადამიანური? როცა შეწყალება უნდათ, პატიმრის ...

არაფერი დაყოვნებულა [მიხეილ ყაველაშვილის მიერ], შეწყალება გაცემულია და დღეს დილიდან შეწყალებულები ამ აქტის შესაბამისად გათავისუფლდებიან - პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალებას გამოსცემდა ნათლისღებას, შეწყალება გამოიცა 19 იანვარს, შეწყალებულთა გათავისუფლება იწყება 2 იანვარს დილიდან. ამაში? - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას პატიმრების შეწყალებაზე განაცხადა. მისი შეფასებით, ადამიანების ბედზე სპეკულირება ყველაზე დიდი არაადამიანობაა. „რა არის ამაში სენსაციური, არაადამიანური და საშინელება, რომ შეწყალება საღამოს გამოცხადდა და დილიდან გათავისუფლება დაიწყო? ადამიანების ბედზე სპეკულირება ყველაზე დიდი არაადამიანობაა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ნათლისღებას გამოსცემდა შეწყალებას, შეწყალება გაიცა 19 იანვარს, შეწყალებულთა გათავისუფლება 20 იანვარს დილიდან დაიწყება - რა არის ამაში გამოუსწორებელი არაადამიანური ან საშინელი ქმედება?“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილი. მისი თქმით, პატიმრების ნათესავებს მიზნად ჰქონდათ „სპეკულირება პატიმრებზე, რათა შეექმნათ სპეკულაციური მასალა საზოგადოებაში ხელისუფლების იმიჯის შელახვის მიზნით“. „ყოველთვის ხდება, რომ რაღაც მომენტში ხდება შეწყალება და რამდენიმე საათში იწყება გათავისუფლების პროცედურა, მაგრამ დღეს ამან გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი. ეს გამოწვეულია იმით, რომ გასული კვირის განმავლობაში ოპოზიციური ტელევიზიების და სოციალური ქსელების გარკვეული ნაწილი [აცხადებდა], რომ ეს ადამიანები გაათავისუფლებდნენ. მთელი დღის განმავლობაში იყო მიზანმიმართული პროპაგანდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიდიოდა პროპაგანდა, რომ შეწყალება არ უნდათ და რომც შეიწყალოს, ამას არ მიიღებდნენ ამ არალეგიტიმური პრეზიდენტისგან და ა.შ. მიზანი საზოგადოებაში მუდმივი დაპირისპირებისა და დაძაბულობის განწყობის შენარჩუნებაა. სულ ესაა და მეტი არაფერი, თორემ პატიმრების მშობლებმაც კი იციან, რომ გასაჩივრება მაინც აუცილებელია. როცა ვინმეს რეალურად უნდა შეწყალება, ქმედებები განსხვავებულია, არის სხვა რიტორიკა და მოქმედებები. პირიქით, ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვხედავდით სხვადასხვა რიტორიკას და ქმედებებს და მიზანი იყო არა შეწყალების მიღწევა, არამედ ამ სპეკულაციის შექმნა და სპეკულაციური, დაძაბული გარემო... მათი მიზანი იყო პატიმრებთან სპეკულირება, საზოგადოებაში სპეკულაციური მასალის შექმნა, ხელისუფლების იმიჯის შელახვა“, - აღნიშნა ქადაგიშვილი. "ყაველაშვილს არავისგან ლეგიტიმაციის აღიარება არ სჭირდება. ამ ლეგიტიმაციას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და დემოკრატიული პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ამ კონსტიტუციის შესაბამისად. ზოგადად, თუ შეწყალების მნიშვნელობას გადახედავთ და წაიკითხავთ კანონებს, რომლებიც ამ აქტს ითვალისწინებს, მიხვდებით, რა არის საჭირო [შეწყალების] სურვილი. განმარტა ქადაგიშვილი. ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 ადამიანი შეიწყალა. არსებობდა მოლოდინი, რომ შეწყალება საპროტესტო აქციაზე დაკავებულებსაც შეეხებოდათ, რის გამოც რუსთავის და გლდანის ციხეში მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები მივიდნენ, თუმცა მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებული პირების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

კავკასიის სამედიცინო ცენტრი: პატრიარქი მასიური კუჭის სისხლდენით შეიყვანეს და კრიტიკულ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.აჭარაში „ქურდული სამყაროს“ დარბევის შედეგად 72 დააკავესსაია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი იწყებს 20 ივნისის საქმეების გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ აღსრულების საკითხის განხილვას.ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი კავკასიის სამედიცინო ცენტრში ჩავიდნენ.პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.ირაკლი კობახიძე „ოპოზიციური ალიანსის“ განცხადებაზე: ეს არის კრიმინალების განცხადება; მას არანაირი ღირებულება არ აქვს და მათი წარმატების შანსები აბსოლუტურად ნულის ტოლია

ENDEKA