აზერბაიჯანის საზღვართან 40 კილომეტრიანი გზის პროექტირებაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო საავტომობილო გზის წნორი-ლაგოდეხის მონაკვეთის 40 კმ სიგრძის მშენებლობის დეტალური პროექტის მომზადებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო მონაკვეთი იწყება ქალაქ წნორიდან, მიუყვება საერთაშორისო გზას თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი და გვერდს უვლის სოფლებს: ჩადუნიანს, ვარდისუბანს, ჩადუნიანს, ვარდისუბანს, ცოდნისკარს, განათებასა და ქალაქ ლაგოდეხს. გზა მთავრდება ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე. მონაკვეთის საერთო სიგრძე 40,4 კმ-ია და ორზოლიანი გზა იქნება. პროექტი დაიყოფა ორ მონაკვეთად და მოიცავს: წნორი-ლაგოდეხის მონაკვეთს 30,9 კმ სიგრძით და ლაგოდეხის შემოვლით გზას 9,5 კმ სიგრძით. საკონსულტაციო მომსახურების სფერო მოიცავს წნორი-ლაგოდეხის მონაკვეთის მშენებლობის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და მასთან დაკავშირებული საპროექტო ზედამხედველობის მომსახურების გაწევას. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადა 18 თვეა. დოკუმენტაციის მიხედვით, განიხილება მხოლოდ საინჟინრო კომპანიები, რომლებიც გვთავაზობენ საუკეთესო ფასს; გამოცდილების კუთხით, პროექტის მენეჯერს მოეთხოვება მინიმუმ 15 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო საგზაო ინჟინერიაში, ასევე პროექტის სატრანსპორტო და ხიდის ინჟინრებს უნდა ჰქონდეთ მსგავსი გამოცდილება. კონსულტანტს წარმატებით უნდა ჰქონდეს დასრულებული მინიმუმ ორი (2) კონტრაქტი, რომელთაგან თითოეული უნდა იყოს მინიმუმ 2,000,000 აშშ დოლარის ღირებულება, 2015 წლიდან ინტერესთა გამოხატვის დახურვის თარიღამდე. ეს კონტრაქტები უნდა მოიცავდეს საავტომობილო გზის/ექსპრესის მშენებლობის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას“, - ნათქვამია ტენდერის აღწერაში. დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 17 თებერვლის 18:00 საათისა. ამ დროისთვის კახეთის საავტომობილო გზის 35-კილომეტრიანი მონაკვეთი, 527 მილიონი ლარი, უკვე გაიხსნა, 2026 წელს კი საგარეჯო-ბადიაურის დამატებით 17 კილომეტრიანი მონაკვეთის 277 მილიონი ლარის გახსნა იგეგმება. ასევე წელს იგეგმება ტენდერის გამოცხადება ბადიაური-ბაკურციხის 32 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე, რომლის ღირებულება 576 მლნ ლარს შეადგენს. წნორი-ლაგოდეხის 40-კილომეტრიანი გზის მშენებლობის შემდეგ, საქართველოს ექნება სრულიად მოდერნიზებული გზა აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისამდე.
• სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით ეწვევა • საქართველო ამაყობს სამხრეთ გაზის დერეფანში მონაწილეობით - მარიამ ქვრივიშვილი • რა ქონებას ფლობს მიხეილ ყაველაშვილი - შემოსავლებისა და ქონების დეკლარაცია • გორდულაძე: კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი აგენტები საქართველოში ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ • ჩეჩენმა ყოფილმა სენატორმა ჯაბრაილოვმა მოსკოვის ცენტრში თავი მოიკლა. • სადახლოს გამშვებ პუნქტზე 125 ლიტრი თხევადი მეტამფეტამინი ამოიღეს - ირანის მოქალაქე დააკავეს. •