შსს ს მიგრაციის დეპარტამენტმა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩენილი 14 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს...

შსს ს მიგრაციის დეპარტამენტმა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩენილი 14 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს...

კომპლექსური ოპერაციის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბანგლადეშის, თურქეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და მაროკოს სულ 14 მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაკავებულები ქვეყანაში უსაფუძვლოდ იმყოფებოდნენ. მათ ბოროტად გამოიყენეს თავშესაფრის პროცედურებით გათვალისწინებული პირობები და წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე. „დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნიდან ნებაყოფლობით გამგზავრებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაკავებულები ამ წუთებში იმყოფებიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განსახლების ცენტრში მათი წარმოშობის ქვეყანაში შემდგომი დაბრუნების მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოკერია: „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანა არის მშვიდობიანი პროტესტი იმდენად, რამდენადაც ის აიძულებს რეჟიმს დათმოს ხელისუფლებათამარ ბაგრატიონმა პატიმარ ქალებს დედის დღე მიულოცაბერდია სიჭინავა: „ჩორჩანას საქმეზე“ სასამართლოში მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, დაზვერვის სამსახურის უფროსს და ფინანსთა მინისტრს.პარლამენტი ამტკიცებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც კიდევ უფრო ამკაცრებს გრანტებისა და პოლიტიკური საქმიანობის წესებსთბილისის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია„გახარია საქართველოსთვის“ კვლავ გაემიჯნა ოპოზიციურ გაერთიანებას

ENDEKA