საქართველოში უკანონოდ მყოფი 14 უცხოელი დააკავეს

საქართველოში უკანონოდ მყოფი 14 უცხოელი დააკავეს

მიგრაციის სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში უსაფუძვლოდ უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს. ერთობლივი ყოვლისმომცველი ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურმა და სასაზღვრო პოლიციამ ბანგლადეშის, თურქეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და მაროკოს სულ 14 მოქალაქე დააკავეს. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, დაკავებულები ქვეყანაში უსაფუძვლოდ იმყოფებოდნენ. მათ თავშესაფრის მიღების პროცედურის პირობები დაარღვიეს და ქვეყანაში რამდენიმე წელი უსაფუძვლოდ დარჩნენ. დაკავებულებმა არ გამოიყენეს დეპორტაციის გადაწყვეტილებაში მითითებული პირობები, რაც ქვეყნიდან ნებაყოფლობით გამგზავრებას გულისხმობს, რის შედეგადაც შსს-ს მიგრაციის სამსახურმა ამ პირების დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, დაკავებულები ამჟამად იმყოფებიან მიგრაციის სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში, მათი შემდგომი დაბრუნების მიზნით წარმოშობის ქვეყანაში.

გასულ წელს საქართველოდან ყველაზე ხშირად ინდოეთის მოქალაქეები გააძევესსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსსაქართველო საქორწილო ტურიზმით მოიზიდავს სტუმრებს არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდანყაველაშვილმა ვანსთან და რუბიოსთან შეხვედრაზე ისაუბრაკობახიძე: ყველამ ერთად: მთავრობამ, ბიზნესმა, შეძლებისდაგვარად, ფასების შემცირებაზე უნდა იზრუნონქართველი ჟურნალისტების დაჯილდოების შემდეგ კობახიძემ ევროკავშირში შექმნილ ვითარებას „ტრაგედია“ უწოდა

ENDEKA