საქართველოში უკანონოდ მყოფი 14 უცხოელი დააკავეს

საქართველოში უკანონოდ მყოფი 14 უცხოელი დააკავეს

მიგრაციის სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში უსაფუძვლოდ უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს. ერთობლივი ყოვლისმომცველი ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურმა და სასაზღვრო პოლიციამ ბანგლადეშის, თურქეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და მაროკოს სულ 14 მოქალაქე დააკავეს. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, დაკავებულები ქვეყანაში უსაფუძვლოდ იმყოფებოდნენ. მათ თავშესაფრის მიღების პროცედურის პირობები დაარღვიეს და ქვეყანაში რამდენიმე წელი უსაფუძვლოდ დარჩნენ. დაკავებულებმა არ გამოიყენეს დეპორტაციის გადაწყვეტილებაში მითითებული პირობები, რაც ქვეყნიდან ნებაყოფლობით გამგზავრებას გულისხმობს, რის შედეგადაც შსს-ს მიგრაციის სამსახურმა ამ პირების დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, დაკავებულები ამჟამად იმყოფებიან მიგრაციის სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში, მათი შემდგომი დაბრუნების მიზნით წარმოშობის ქვეყანაში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მყოფი: ჩვენ დავაყენეთ დიალოგის არარსებობის, ბოიკოტისა და ძალადობის საკითხები - უნდა ითქვას, რომ დიალოგი აკლიასაქართველო საწვავზე ფასების ზრდის ახალ ტალღას იწინასწარმეტყველათათა ხვედელიანი - დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობა, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში, მაგრამ ამ დიალოგს ანადგურებს ორი ძალა - ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა.ადვოკატი - ზურაბ მენთეშაშვილი საკანშია, სადაც ჭუჭყიანია, არ არის ჰიგიენური საშუალებები და არაადამიანურ პირობებში - მისი თქმით, ეს იმიტომ, რომ შიმშილობს.საქართველომ და შავი ზღვის დაცვის კომისიამ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს16 მარტიდან მეტრო ვარკეთილი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს

ENDEKA