საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ღია ვარჯიში გამართა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ღია ვარჯიში გამართა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ღია ვარჯიში გამართა. გუნდმა ბოლო ვარჯიში თბილისში გამართა და ხვალ, 18 იანვარს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნულ გუნდს ოლიმპიურ სასახლეში ესტუმრა და წარმატებები უსურვა. "როგორც უბრალო გულშემატკივარს, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. წარმატება, რომელიც მიაღწიეთ, დიდი შრომისა და ნიჭის შედეგია და დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. მინდა გისურვოთ წარმატებები ახლა ევროპის ჩემპიონატზე", - განაცხადა კობახიძემ. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. ევრო 2026 სლოვენიაში, ლატვიასა და ლიტვაში 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. A ჯგუფში საქართველოს ნაკრები ლატვიას, ხორვატიას და საფრანგეთს შეხვდება. პირველი მატჩი ლატვიასთან 21 იანვარს გაიმართება. პირველი არხი და პირველი არხი „სპორტი“ საქართველოს ნაკრების თამაშების შესახებ სატელევიზიო სიუჟეტებს გადასცემს.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია: პლასტმასის კონტეინერების აკრძალვამ შეიძლება გამოიწვიოს სამუშაო ადგილების შემცირება და პროდუქტების დეფიციტიკალაძე: მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში სრული სისულელეასაქართველოში პერსონალური ვიდეოებით შანტაჟისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ორი პირი დააკავესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი - თავდაცვის სამინისტრომ შექმნა არა მხოლოდ არაკონკურენტული, არამედ მიკერძოებული გარემო და შესყიდვაში გაცილებით მეტი გადაიხადა, ვიდრე უნდა გადაეხადა.ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენლევან მახაშვილი მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე - ეს უფრო პოლიტიკური სურვილების სიაა, ვიდრე მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეალური დოკუმენტი - ეს პოლონელი პროფესორის ერთგვარ ენციკლოპედიას ჰგავს.

ENDEKA