პოლიციამ ბათუმში წითელი ცნობით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წითელი ცნობით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუქარის, შეურაცხყოფის, მცირე ოდენობით საბრძოლო მასალის შეძენა/შენახვისთვის ძებნილი თურქეთის მოქალაქე სამართალდამცავებმა ბათუმში დააკავეს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის მთავარი სამმართველოს და შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 1988 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ჩ. დაკავებულს თურქეთის რესპუბლიკა ეძებდა სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის მუქარის, შეურაცხყოფის, მცირე ოდენობით საბრძოლო მასალის შეძენა/შენახვაზე. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.ჩ. ბათუმში. დაკავებულის ექსტრადიციის პროცედურები კანონით დადგენილი წესით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
• საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2025 წლის მეოთხე კვარტალში 2466 ლარი იყო. • ევროპარლამენტმა შეერთებულ შტატებთან სატარიფო შეთანხმებას მწვანე შუქი აანთო • მიხეილ სააკაშვილი - ვითხოვ, რომ პატრიარქის დაკრძალვაზე წამიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი. • მაკა ბოჭორიშვილი: ილია მეორე იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ერის სულიერი და ზნეობრივი სვეტი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და სიმტკიცის სიმბოლო - ჩვენ მამა დავკარგეთ. • Freedom House: 2025 წელს საქართველოს რეიტინგი 4 პუნქტით დაეცა • აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრები საქართველოს ეუთოს ანგარიშის შესრულებისთვის სანქციების გამოყენებისკენ მოუწოდებენ •