გერმანიის ელჩი საქართველოს ახალგაზრდული ასოციაციის წევრებს შეხვდა
15 იანვარს გერმანიის საელჩოში შევხვდი საქართველოს ახალგაზრდული ასოციაციის წარმომადგენლებს და გამოვაქვეყნე ფოტო. დღეს ტელეკომპანია "იმედმა" და "რუსთავი 2"-მა განაცხადეს, რომ შეხვედრა "საიდუმლო" იყო და იყო "ირანის რადიკალური სცენარის" წახალისება. ეს სრული სიცრუეა. მსგავსი არაფერი იყო განხილული. გერმანიის სახელით უარვყოფ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას“, - წერს გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს „ახალგაზრდების შეშფოთება იმის გამო, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილი იყო“. „ვისაუბრეთ ახალგაზრდების შეშფოთებაზე განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, ღრმად პოლარიზებულ გარემოში, სადაც განსხვავებული აზრი გამოცხადებულია ღალატად, მაგრამ რეალურად ეს არის დემოკრატიის არსი. ჩვენ ყველა ახალგაზრდა გვჭირდება კარგი მომავლისთვის“, წერს ფიშერი. პრო-სამთავრობო ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 15 იანვარს, საქართველოში გერმანიის საელჩოში, გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი შეხვდა „სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციური ჯგუფის წევრებს“. „არსებული ინფორმაციით, პიტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებს ესაუბრა პროცესების რადიკალიზაციის აუცილებლობაზე და აუხსნა, რომ მსხვერპლის არსებობა მასიურ და რადიკალურ პროტესტს გამოიწვევდა და მაგალითი მოჰყავდა ირანში არსებულ ვითარებას“, - ნათქვამია ტელეარხებიდან.
• ირაკლი კობახიძე - დებატები საზოგადოების ერთიანობას ემსახურება, ჩვენ გვინდა დავსხდეთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან და ვეცადოთ სიმართლის დადგენა - გარედან უნდოდათ საზოგადოების ორ ნაწილად გაყოფა, ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ. • არასრულწლოვანზე სასტიკი თავდასხმისთვის თბილისში ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს. • ირაკლი კობახიძე - "პუბლიკას" დაჯილდოება არის იმის გაგრძელება, რაც ვნახეთ ამაღლობელის შემთხვევაში, როცა ადამიანი დააჯილდოვეს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის - ეს არის დაბალი სტანდარტი, რომლითაც მუშაობს ევროპული ბიუროკრატია. • კობახიძემ განმარტა, რატომ დაიწყეს პროფესორებთან საუბარი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ • საქართველოს მთავრობა საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში 59 კანონპროექტს წარუდგენს • სიმონ ჯანაშია: ძალადობაა ხალხის მიმართ, როცა უნივერსიტეტს აუქმებენ სტუდენტების, პროფესორებისა თუ ადმინისტრაციის გარეშე - დარწმუნებული ვარ, ისინი იძულებულნი იქნებიან უკან დაიხიონ •