გერმანიის ელჩი საქართველოს ახალგაზრდული ასოციაციის წევრებს შეხვდა
15 იანვარს გერმანიის საელჩოში შევხვდი საქართველოს ახალგაზრდული ასოციაციის წარმომადგენლებს და გამოვაქვეყნე ფოტო. დღეს ტელეკომპანია "იმედმა" და "რუსთავი 2"-მა განაცხადეს, რომ შეხვედრა "საიდუმლო" იყო და იყო "ირანის რადიკალური სცენარის" წახალისება. ეს სრული სიცრუეა. მსგავსი არაფერი იყო განხილული. გერმანიის სახელით უარვყოფ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას“, - წერს გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს „ახალგაზრდების შეშფოთება იმის გამო, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილი იყო“. „ვისაუბრეთ ახალგაზრდების შეშფოთებაზე განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, ღრმად პოლარიზებულ გარემოში, სადაც განსხვავებული აზრი გამოცხადებულია ღალატად, მაგრამ რეალურად ეს არის დემოკრატიის არსი. ჩვენ ყველა ახალგაზრდა გვჭირდება კარგი მომავლისთვის“, წერს ფიშერი. პრო-სამთავრობო ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 15 იანვარს, საქართველოში გერმანიის საელჩოში, გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი შეხვდა „სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციური ჯგუფის წევრებს“. „არსებული ინფორმაციით, პიტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებს ესაუბრა პროცესების რადიკალიზაციის აუცილებლობაზე და აუხსნა, რომ მსხვერპლის არსებობა მასიურ და რადიკალურ პროტესტს გამოიწვევდა და მაგალითი მოჰყავდა ირანში არსებულ ვითარებას“, - ნათქვამია ტელეარხებიდან.
• პერე ჯოან პონს სამპიეტრო: ჩვენ ვუთხარით პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მინიმუმ უნდა განიხილონ იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც სასჯელის მინიმუმ 50% მოიხადეს - ისინი ციხეში არიან, რადგან ეწეოდნენ პოლიტიკურ საქმიანობას. • ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას უარი ეთქვა „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და ციხეში მყოფი სხვა პატიმრების მონახულებაზე. • ბრიტანელი დეპუტატი ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას სთავაზობს • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია: სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ძალადობა მიუღებელია • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი აკლია •