Fox News ქართველები, მიუხედავად დაბალი ტემპერატურისა, აგრძელებენ ქუჩაში გამოსვლას
Fox News აქვეყნებს სტატიას საქართველოს შესახებ და აღნიშნავს, რომ „საქართველოში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც პრორუსულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა არჩევნებში გამარჯვება და შეაჩერა ქვეყნის ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. „ყოველდღე, ქართველები, რომლებიც აგრძელებენ გაბედულად გამოსვლას ქუჩებში სიცივისა და ხელისუფლების ბრალდებების მიუხედავად, ირანის პროდემოკრატიულ დემონსტრანტებს უყურებენ და ამას კორუმპირებული და არაპოპულარული რეჟიმის წინააღმდეგ საკუთარი ბრძოლის ანარეკლად ხედავენ“, - ნათქვამია სტატიაში. Fox News-ის მასალაში ასევე მოყვანილია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინათინ ხიდაშელის კომენტარები. „ხალხი მუდმივად ლაპარაკობს ირანზე, ეს ღია დისკუსიები აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოვლენები და რამხელა ოპტიმიზმს გამოიმუშავებენ ისინი ქუჩაში, მიუხედავად დაპირისპირებისა. ირანში განვითარებულ მოვლენებს ძალიან ძლიერი ადამიანური გამოხმაურება ჰპოვებს: თუ ადამიანები ახერხებენ წინააღმდეგობის გაწევა ბევრად უფრო მჩაგვრელ და სასტიკ რეჟიმს, ეს აძლიერებს რწმენას, რომ წინააღმდეგობა საქართველოში უშედეგო არ არის“, - განაცხადა ხიდაშელმა.
• "შავი წვიმა" ირანს ატყდება • კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ეზოებში უკანონო ავტოფარეხების გაყვანას • ვოლსკი: რუსეთი საქართველოში ვერ გაიმარჯვებს! • აღმოსავლეთ საქართველოში მიწისძვრა მოხდა • ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები თავშესაფრებში სტერილიზაციის შემდეგ ცხოველების დაკარგვის შესახებ აცხადებენ • ნიკოლოზ სამხარაძე - ქაჯა კალასმა განაცხადა, რომ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ უნდა დავიწყოთ სასმელი - როცა ადამიანი ამბობს, რომ რუსეთი იმარჯვებს საქართველოში, მე მგონია, რომ ის მართლაც ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ქვეშაა. •