ევროკავშირმა ოფიციალურად გააფორმა ისტორიული სავაჭრო შეთანხმება სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ჯგუფთან.
ევროკავშირმა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმა მერკოსურის ბლოკიდან მოაწერეს ხელი ისტორიულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ამის შესახებ „ევროპული სიმართლე“ Euractiv-ზე დაყრდნობით იტყობინება. ხელმოწერა პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში შედგა. შეთანხმებას ხელი მოეწერა პარაგვაის ცენტრალურ ბანკში - ადგილზე, სადაც 1991 წელს ხელი მოეწერა ასუნსიონის ხელშეკრულებას, რომელმაც დააარსა Mercosur ბლოკი არგენტინას, ბრაზილიას, პარაგვაის და ურუგვაის შორის. MERCOSUR-ის მხრიდან ხელმოწერას ესწრებოდნენ პარაგვაის პრეზიდენტი სანტიაგო პენია, ბოლივიის პრეზიდენტი როდრიგო პაზი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მაილი და ურუგვაის პრეზიდენტი იამანდუ ორსი, ასევე პანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინო, MERCOSUR-ის ასოცირებული წევრი. „ჩვენ ვირჩევთ სამართლიან ვაჭრობას ტარიფებზე, ჩვენ ვირჩევთ პროდუქტიულ გრძელვადიან პარტნიორობას იზოლაციაზე და უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ რეალური და ხელშესახები სარგებელი ჩვენი ხალხისთვის და კომპანიებისთვის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხელმოწერის ცერემონიაზე. მან ხაზი გაუსვა შეთანხმების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას: „როდესაც ჩვენნაირი ორი რეგიონი ერთხმად საუბრობს გლობალურ საკითხებზე, მსოფლიო უსმენს“. ამ სავაჭრო შეთანხმების გამო, ევროპარლამენტი ამზადებს მეოთხე მცდელობას ევროკომისიის პრეზიდენტისადმი უნდობლობის გამოცხადებისთვის. ირლანდიაში ათასობით ფერმერმა გააპროტესტა ევროკავშირის შეთანხმება Mercosur-თან.
• საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა • როგორ ხდება ქართული მეღვინეობის სუბსიდირება და რატომ იზრდება ღვინის ექსპორტი რუსეთში? • ქეთევან ბაქარაძე უმრავლესობისადმი: თქვენ ყოველდღე გვესაუბრებით ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ კვერცხზე ფასსაც ვერ დააკლებ, რომ აღარაფერი ვთქვათ პენსიებზე - ეს თქვენი ეკონომიკური ზრდა ერთი ჩინოვნიკის ჯიბეში მთავრდება, მერე მეორის ჯიბეში. • კობახიძე: სომხეთთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია • პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო • გიგა ბოკერია: „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა მოაწყოს ისეთი ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომ აიძულებს რეჟიმს დათმოს ძალაუფლება - როცა ისინი პოლიტიკურად უკან იქნებიან კუთხეში, მოლაპარაკებები იქნება რეალური. •