ჟორჟოლიანი საქართველო ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით
„ევროკავშირმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის საბერძნეთს, იტალიას, სლოვენიას, სლოვაკეთს და სხვებს კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლევან ჟორჟოლიანმა. ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ასეთი შედეგები განპირობებულია იმ რეფორმებითა და გადაწყვეტილებებით, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობამ მიიღო. „ჩვენ ყველა ვხედავთ საქართველოს პროკურატურის, ანტიკორუფციული სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აქტიურ მოქმედებას კორუფციასთან ბრძოლაში. მიგვაჩნია, რომ მომავალ წელს საქართველო საგრძნობლად უკეთეს შედეგებს ექნება, რადგან სახელმწიფო შესყიდვების სისტემა მთლიანად შეიცვალა და რეფორმირებულია და დაინერგა დამატებითი ზედამხედველობის ბერკეტები და მექანიზმები. კორუფციისგან თავისუფლების მიმაჩნია, რომ 2025 წლის მეორე ნახევარში განხორციელებული რეფორმები ზუსტად ამ შედეგს მოგვცემს 2026 წლის რეიტინგში“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
• ბერძნული მედიის ცნობით, ტანკერზე, რომელიც ირანმა ერაყის ტერიტორიულ წყლებში დაარტყა, საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფებოდა. • საქართველო 2026 წელს სურსათზე ფასების ზრდის პროგნოზით მსოფლიო ლიდერებს შორისაა • „გახარია საქართველოსთვის“: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია • საქართველო დაჰპირდა ევროკავშირს, რომ მომავალში არ დაუშვებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს საქართველოს პორტებში შესვლას. • თბილისში უცხოელის ძარცვა – ოთხი პირი დააკავეს • ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო •