ვაჟა სირაძე დააკავეს რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ახორციელებდნენ ძალადობას სხვადასხვა ასაკის ადამიანებ...

ვაჟა სირაძე დააკავეს რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ახორციელებდნენ ძალადობას სხვადასხვა ასაკის ადამიანებ...

დაკავებულია რადიკალური ფაშისტური ჯგუფის 16 წევრი, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ახორციელებდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას სხვადასხვა ასაკის ადამიანებს. დაკავებულებს შორის 10 არასრულწლოვანია, - ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ჯგუფის წევრები მობილური ტელეფონებით იღებდნენ მსხვერპლზე განხორციელებულ ძალადობას, დამამცირებელ ქმედებებს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აქვეყნებდნენ სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმებზე. „შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკავეს რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ახორციელებდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას სხვადასხვა ასაკის ადამიანებზე, მათ შორის 10 არასრულწლოვანია. სამართალდამცავების მიერ ჩატარებული სისხლის სამართლის საქმეზე ერთთვიანმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ძალადობრივი ჯგუფების წევრები თავს ნეონაცისტებს უწოდებდნენ და ფაშისტური იდეოლოგიით ხელმძღვანელობდნენ. გავლენის გასაზრდელად და აღიარების მოპოვების მიზნით, ისინი ავლენდნენ რადიკალურ დამოკიდებულებას მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად აყენებდნენ შეურაცხყოფას მათ, ვინც არ ეთანხმებოდა მათ იდეოლოგიას. ჯგუფების წევრებმა მობილური ტელეფონებით გადაიღეს მსხვერპლზე განხორციელებული ძალადობის, დამამცირებელი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველი ფოტოები და ვიდეო და განათავსეს სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე. ზემოაღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალდა ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მათი მობილური ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლოები, ხმოვანი და ცივი იარაღი ამოიღეს. ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 144-ეპრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არაადამიანურ მოპყრობას არასრულწლოვნის მიმართ და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ორი ლიდერი - ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი - მსგავსი ბრალდებით უკვე იხდიან სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ისინი რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად ჯგუფის კიდევ შვიდი წევრიც დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული იდეოლოგიური დაჯგუფების სხვა წევრები აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც დასტურდება საქმის მიმდინარე გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით. სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა მოხდეს ფაშისტური იდეოლოგიის ძალადობრივ ჯგუფებთან დაკავშირებული სხვა პირების გამოვლენა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და მოვუწოდებთ საზოგადოების თითოეულ წევრს დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ მსგავსი დანაშაულის ელემენტარული ნიშნების არსებობის შემთხვევაში. მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის საქალაქო პოლიციის თითოეულ თანამშრომელს პოლიციის წარმატებით ჩატარებული მოქმედებისთვის“, - აღნიშნა სირაძემ.

საქართველოში 20 ლიტრზე ნაკლები მოცულობის სასმელებისთვის პლასტმასის კონტეინერები აიკრძალებამთავრობის ადმინისტრაციასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა აქცია გამართესნიკოლ ფაშინიანი: ევროპარლამენტში გამოვხატე ჩემი შეშფოთება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული სიტუაციის გამოეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყანას უსწრებს - ეკონომიკის სამინისტროს უფროსის მოადგილე.„სამართლიანი არჩევნები“: ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტვ“ სოციალურ ქსელებში სარეკლამო შინაარსის პრობლემის წინაშე დგანანმალგორზატა გოსიევსკა - ჩვენ უნდა მოვუწოდოთ თბილისს, რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი, გააუქმოს ბუნებით რეპრესიული კანონები - ეს ქვეყანა იმსახურებს კარგ და ჯანსაღ მომავალს, ევროკავშირი ვალდებულია დაეხმაროს მას.

ENDEKA