შვეიცარიელმა ექსპერტმა კობახიძეს მყინვარული ხეობების შესწავლის შედეგები გააცნო
მყინვარები ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია, თუმცა, გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე, ბუნებრივი საფრთხეები მყინვარებსაც უკავშირდება, რაც შოვში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებით მტკივნეულად გაახსენა რამდენიმე წლის წინ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიული კომპანია GEOTEST-ის დანიელ ტობლერის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით შვეიცარიული კომპანიის ექსპერტთან შეხვედრაზე. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს მთავრობის მეთაურს კვლევის შედეგები წარუდგინა კომპანია GEOTEST-ის ექსპერტმა, რომელთანაც 2024 წელს გაფორმდა ხელშეკრულება მყინვარულ ხეობებში ბუნებრივი საშიშროების შესასწავლად. „პრემიერმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიელ და ქართველ ექსპერტებს მყინვარის ხეობების შესწავლაზე გაწეული მუშაობისთვის და ხაზი გაუსვა GEOTEST-ის გამორჩეულ გლობალურ გამოცდილებას მსგავსი საფრთხეების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაში. ამ მასშტაბის კვლევა, რომელიც აფასებდა საფრთხეებს ქვეყნის მასშტაბით 22 მყინვარულ ხეობაში, ისტორიაში პირველად საქართველოში ჩატარდა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ უშუალო საფრთხე არ არსებობს, თუმცა გამოვლინდა გეოგრაფიული ზონები, სადაც არის გამოწვევები და რისკების მართვისთვის აუცილებელია მონიტორინგის თანამედროვე სისტემების დანერგვა. მონიტორინგის სისტემების დანერგვის პროცესი წელს დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება. პროცესის კოორდინაციის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც გააერთიანებს ყველა შესაბამის დეპარტამენტს, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად იქნება პასუხისმგებელი პროცესის მართვაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
• აჭარაში თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს • აქციის მონაწილეთა კარვები საქართველოს პარლამენტიდან ღამის ხანძრის შემდეგ ჩამოხსნეს • შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები • ხაბეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ვამპირია და დღის სინათლის ეშინია • შარმანაშვილი: საქართველო არ განახორციელებს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციებს • ბომონდის კლინიკა ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულების შედეგად გარდაცვლილი ქალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. •