საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუსლან აბაშიძემ პრაღის ციხესიმაგრეში ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პეტრ პაველს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ცერემონიის ფარგლებში, პრეზიდენტთან 14 იანვარს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, ასევე მათი შემდგომი განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. რუსლან აბაშიძემ გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას და განმტკიცებას. ჩეხეთის პრეზიდენტმა საქართველოს ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერაOSCE/ODIHR - საქართველოში ახალი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო, პოლიტიკურ უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.რუსეთში ადვოკატ ბექა ბასილაის დაუსწრებლად მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთაკობახიძე: ADB-ის პრეზიდენტთან განვიხილეთ თანამშრომლობა ეკონომიკის ძირითად სექტორებშიპიტერ ფიშერი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანანატომ დანიშნა ახალი სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში

ENDEKA