საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ალან პერსელმა მინისტრის მოადგილეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონკრეტული კატეგორიის ვი...

საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ალან პერსელმა მინისტრის მოადგილეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონკრეტული კატეგორიის ვი...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარასელია, ამერიკული მხარის ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულს ალან პერსელს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ გაიმართა. „შეხვედრისას ამერიკულმა მხარემ მინისტრის მოადგილეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება კონკრეტული კატეგორიის ვიზების გაცემის დროებით შეჩერებას. კერძოდ, აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა განმარტა, რომ ვიზის დამუშავების შეჩერება მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის საქართველოს, მხოლოდ იმიგრაციულ ვიზებს ეხება. აღსანიშნავია, რომ ეს არ ეხება სხვა მიზნებისთვის გაცემულ ვიზებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რომან გოცირიძე - ტელეკომპანია "იმედის" 1000 ლარად გაყიდვა მიუთითებს იმაზე, რომ ეს კომპანია გაკოტრებულია, მისი რეალური ღირებულება 0-ის ტოლია, რადგან ამ კომპანიას 450 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს.ნარკოდანაშაულისთვის სამი პირია დაკავებულიაქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მიემართებიანS&P Global საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 5,4%-მდე პროგნოზირებს.ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებას არ ცდილობს - კობახიძეგასულ წელს საქართველოდან ყველაზე ხშირად ინდოეთის მოქალაქეები გააძევეს

ENDEKA