საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ალან პერსელმა მინისტრის მოადგილეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონკრეტული კატეგორიის ვი...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარასელია, ამერიკული მხარის ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულს ალან პერსელს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ გაიმართა. „შეხვედრისას ამერიკულმა მხარემ მინისტრის მოადგილეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება კონკრეტული კატეგორიის ვიზების გაცემის დროებით შეჩერებას. კერძოდ, აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა განმარტა, რომ ვიზის დამუშავების შეჩერება მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის საქართველოს, მხოლოდ იმიგრაციულ ვიზებს ეხება. აღსანიშნავია, რომ ეს არ ეხება სხვა მიზნებისთვის გაცემულ ვიზებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
• ფაშინიანმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ბაქოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში გაწეული დახმარებისთვის • საქართველოს სარკინიგზო ქსელი 2441 კმ-ს აღწევს სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის შემცირებით 2025 წელს. • ბოჭორიშვილი: საქართველო მზად არის სუფთა ფურცლით განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან • საქართველოში მცხოვრებმა ირანელებმა აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამოაცხადეს • თათა ხვედელიანი: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვისკენ ნაბიჯების გადადგმა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, დელეგაცია მაღალი თანამდებობის პირებისგან შედგებოდა - რაიმე მნიშვნელოვან შეხვედრებზე საუბარი არ შეიძლება • „გახარია საქართველოსთვის“ კვლავ გაემიჯნა ოპოზიციურ გაერთიანებას •