გია ვოლსკი რა თქმა უნდა, შეწყალება არის ზუსტად ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ ეს გარკვეულ ფაქტორებზეა დამოკიდებული როცა ადამიანი გეუბნე...

გია ვოლსკი რა თქმა უნდა, შეწყალება არის ზუსტად ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ ეს გარკვეულ ფაქტორებზეა დამოკიდებული როცა ადამიანი გეუბნე...

რა თქმა უნდა, შეწყალება არის ზუსტად ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ ეს გარკვეულ ფაქტორებზეა დამოკიდებული - ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ საქართველო უნდა დაინგრეს და დაიწვას და რომელიც ამაზე არანაირ სინანულს არ გრძნობს, რა თქმა უნდა, შეწყალებაზე საუბარი ძალიან რთულია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შესაძლო შეწყალების შესახებ კითხვის პასუხად. მისი თქმით, საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს „ინსტრუქტორები უბიძგებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაიხიონ უკან და არ მიიღონ შეწყალება, როგორც უთხრეს სააკაშვილს მოკვდე, სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო და უარი არ თქვა შიმშილობაზე“. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, არიან თუ არა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები შეწყალების უფლების მქონეთა სიაში. სიტყვა „ახალგაზრდობას“ თითქოს ამართლებს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტი გეგმის განხორციელებას. საქართველო საკმაოდ სერიოზული პრობლემების და გამოწვევების წინაშე დგას. როცა კონკრეტული ადამიანი, იქნება ეს ახალგაზრდა, შუახნის თუ ხანშიშესული, ახორციელებს ამ პრობლემებს და გამოწვევებს, რა თქმა უნდა, სრულიად სხვა კუთხით უნდა მივიჩნიოთ და არა მხოლოდ იმ კოდექსით, რომელიც მოსამართლემ ან პროკურორმა თავად თქვა დემოკრატიაზე. თავისუფლებისთვის და რეალურად არ უარყოფს, რომ ბრძოლა ძალისმიერი მეთოდებით მიმდინარეობდა, გუშინ და დღეს დილიდანვე მოვუსმინეთ, რომ დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ ეს არ არის დანაშაული, რადგან ძალიან დიდი ნაწილი საპირისპირო აზრის მქონეა არასწორად გააკეთეს, რომ საქართველომ მოიპოვა თავისუფლება, რაც აბსურდულია, რაც აბსოლუტურად, არსებითად არ არის დაკავშირებული საქართველოსთან შექმნილ რეალობასთან, მითუმეტეს, თუ ისინი არ უარყოფენ, რომ დანაშაული ჩაიდინეს და არ აწუხებთ, რომ არ აწუხებთ საკუთარ ქვეყანას შეწყალებაზე თუ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, შეწყალება არის ზუსტად ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ ისიც ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ვინც გეუბნებათ, რომ საქართველო უნდა დაიწვას და არ გამოთქვამს სინანულს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია შეწყალებაზე საუბარი.

მეზობელი ბაზრები ლიდერობენ საქართველოს საჰაერო მოგზაურობის ზრდას 2025 წელსიერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი - რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო, ილია მეორის დაკრძალვაზე პირადად ვერ დავესწრებით, ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს2026 წლის დასაწყისში საქართველოს ავტომობილების ექსპორტი 24%-ით შემცირდა, რადგან სავაჭრო ნაკადები შეიცვალასაქართველოს ნავთობპროდუქტების ექსპორტი 2026 წლის დასაწყისში იზრდებასაქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის წესები მკაცრდებასამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება

ENDEKA