ამერიკული სამხედრო ჯგუფის წარმომადგენლებმა საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურს ხანძარსაწინააღმდეგო და საკომუნიკაციო ტექნიკა გადასცეს.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის სამხედრო ჯგუფის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს 234 150 აშშ დოლარის ღირებულების სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა აშშ-ის სამხედრო ჯგუფის დელეგაცია და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი მიიღეს და მათთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სამხედრო ჯგუფის ხელმძღვანელი, ლეიტენანტი პოლკოვნიკი ენდრიუ ანდერვუდი, სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერი მაიორი ალეკ ჰარისონი. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გადაცემული სპეციალური ტექნიკა და ტექნოლოგია მნიშვნელოვნად გააძლიერებს მეხანძრე-მაშველების ოპერატიულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციებზე ეფექტურ რეაგირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. დელეგაციის წევრებმა ასევე დაათვალიერეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული კონტროლის ცენტრის შენობა და გაეცნენ ცენტრის ძირითად საქმიანობას და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესის სპეციფიკას.
• განათლების სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წელს ჩარიცხვის პროცესში გამონაკლისები დაუშვა • საქართველოს პარლამენტმა გრანტების მიღების წესსა და წესში საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა • კობახიძე: გვინდა ხაზი გავუსვათ ჩვენს მზადყოფნას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის • საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა • ირანის ელჩი საქართველოში - ირანი არ არის ის ქვეყანა, რომელიც შეიძლება სუსტად ჩაითვალოს ან ადვილად აღვიქვათ ქვეყნად, რომელიც ომმა შეიძლება ძალიან მალე დააჩოქოს - ტრამპი გაუთავებელ ომში აღმოჩნდა • სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები ოპოზიციურ ალიანსს - ეს სტრატეგია უნდა გახდეს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების ერთიანი ბრძოლის საფუძველი - რეჟიმის შეცვლა და მშვიდობიანი ტრანსფორმაცია. •