აჭარა ჯანდაცვის სისტემის ფართომასშტაბიან განახლებას 2026 წლიდან იწყებს
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, პირველ მოადგილესთან ერთად, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის სამედიცინო პერსონალს სამინისტროს 2026 წლის პროგრამები და სიახლეები გააცნო. წელს ჯანდაცვის სექტორის დაფინანსება 8%-ით გაიზარდა, ბიუჯეტი კი 87 მილიონი ლარით განისაზღვრა. 2026 წელს სამინისტრო განახორციელებს 39 პროგრამას, რომლებიც მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას, სოციალურ მხარდაჭერას, თანამედროვე სამედიცინო სერვისების დაფინანსებას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას. „აჭარის მთავრობის მხარდაჭერით სამინისტრო ყოველწლიურად აფართოებს არსებულ პროგრამებს და ნერგავს ახალ სერვისებს. წელს დავიწყეთ ნარკომანიით დაავადებულთა ლიპიდების დაქვეითება და სტაციონარული მკურნალობა, დავიწყეთ რთული ქცევის მქონე მოზარდების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა, შშმ ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამა გავაფართოვეთ. ასევე ახალშობილი ტყუპების მქონე ოჯახების დახმარება 2000 ლარამდე“, - განაცხადა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. გრძელდება გასულ წელს მოქმედი ყველა პროგრამის განხორციელება, მათ შორის ღვიძლის, ძვლის ტვინის, ფილტვის და გულის ტრანსპლანტაცია, ავთვისებიანი ნეოპლაზმების მკურნალობა და კარდიოქირურგია. მინისტრი მსგავსი შეხვედრების გამართვას სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც გეგმავს.
• სააკაშვილი: ივანიშვილი კარგად უნდა დააკვირდეს, როგორ მთავრდება დიქტატურა • ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში განვიხილეთ ღირებულების გათანაბრება - დავადასტურეთ მზადყოფნა, დავიწყოთ მუშაობა ახალ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე. • კობახიძე: გვინდა ხაზი გავუსვათ ჩვენს მზადყოფნას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის • ბოკერია: „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანა არის მშვიდობიანი პროტესტი იმდენად, რამდენადაც ის აიძულებს რეჟიმს დათმოს ხელისუფლება • მამუკა კაციტაძე: რა ვქნათ, წყალი და ზეთი არ ერევა ერთმანეთს და ვინმეს ფეხის დარტყმით რომ უნდა დაიწყოს, „აქ ვართ და არავინ გცნობთ“, არ გამოვა, ძვირფასო! ალტერნატივა „ლელოს“ გარეშე შეუძლებელია • "ოცნების" დეპუტატმა ბორის ჯონსონს "ღრმა სახელმწიფოს" აგენტი უწოდა. •