საპატრულო პოლიცია ტენდერის გარეშე 300 სხეულის კამერას შეიძენს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, „განსაკუთრებული უფლებამოსილების“ მოტივით, ტენდერის გარეშე 300 კომპლექტის სხეულის კამერის შეძენას გეგმავს. შესყიდვის ჯამური ღირებულება იქნება 575 700 ლარი. ამის შემდეგ დეპარტამენტის ბალანსზე კამერების საერთო რაოდენობა 3560 ერთეულამდე გაიზრდება. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართვაშია აღნიშნული, შესყიდვის აუცილებლობა გამოწვეულია პერსონალის რაოდენობის ზრდით და დაზიანებული ტექნიკის გამოცვლასთან. საუბარია AXON BODY 2 მოდელის კამერებზე. დეპარტამენტში განმარტავენ, რომ 2018 წლიდან გამოიყენება ამ კონკრეტული კომპანიის ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფა, ამიტომ სხვა მწარმოებლების ტექნიკის ინტეგრირება შეუძლებელია. „2018 წლიდან საპატრულო პოლიციამ გამოიყენა და ამჟამად აქვს ამ მოდელის 3260 სხეულის კამერა“, - ნათქვამია დეპარტამენტის წერილში. აღჭურვილობის მიმწოდებელია კომპანია შპს “NGT Group”, რომელიც მწარმოებლის დასტურით არის AXON-ის ერთადერთი ავტორიზებული დისტრიბუტორი საქართველოში. აღნიშნულია, რომ 2025 წლის მარტში საპატრულო პოლიციამ ამავე კომპანიისგან უკვე შეისყიდა 350 კამერა და 200 ლიცენზია 849 500 ლარის ოდენობით.
• თბილისი ახალ სამეზობლო პარკს ზაჰესში ააშენებს • ევროკომისარი: ამჟამინდელი კურსით საქართველო ევროკავშირს არც 2030 წლისთვის და არც არასდროს შეუერთდება • საქართველო დაჰპირდა ევროკავშირს, რომ მომავალში არ დაუშვებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს საქართველოს პორტებში შესვლას. • „გახარია საქართველოსთვის“: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია • ირანის მიერ თავდასხმულ ტანკერზე 23 ქართველი იმყოფებოდა. • უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული კახა კალაძეს შეხვდა •