საგარეო საქმეთა მინისტრი შუა დერეფნის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს პრიორიტეტების განსახორციელებლად

საგარეო საქმეთა მინისტრი შუა დერეფნის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს პრიორიტეტების განსახორციელებლად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აბუ დაბიში მდგრადი განვითარების კონფერენციაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ღონისძიებაში, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობს, ყურადღება გამახვილდება „შუა დერეფნის“ განვითარებასა და მის პერსპექტივაზე. „მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალზე და ამაზე გავამახვილოთ სათანადო აქცენტი, გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში საქართველოს პრიორიტეტების განსახორციელებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „შუა დერეფნის“ განვითარება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე სხვადასხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალურად მოქმედ კომპანიებს ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, მისი საინვესტიციო პოტენციალის შესახებ და დაინტერესდნენ ჩვენს რეგიონში გარკვეული აქტივობებით განახორციელონ. ისინი საქართველოს განიხილავენ პოტენციურ საინვესტიციო ადგილად“, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არაბეთის გაერთიანებული საემიროების კომპანიებთან თანამშრომლობა, რადგან დღეს ისინი წარმატებით მოქმედებენ ქვეყანაში და ახორციელებენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.

ქართული დაფნის მთავარი მყიდველები ჩინეთი და რუსეთი გახდნენქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულების შედეგად 20 წლის გოგონა გარდაიცვალასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი - თავდაცვის სამინისტრომ შექმნა არა მხოლოდ არაკონკურენტული, არამედ მიკერძოებული გარემო და შესყიდვაში გაცილებით მეტი გადაიხადა, ვიდრე უნდა გადაეხადა.TI: „ქართული ოცნება“ შურს იძიებს იმ სანქციებისთვის, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტTV“-ს.მაჭარაშვილი: ჩვენ მოვიგეთ რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ჰააგაში და სტრასბურგში, როგორ ვერ გაიგეს?შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები

ENDEKA