სააკაშვილმა ყოფილი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე კომენტარი გააკეთა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ფაქტობრივად, საქმე გვაქვს კიდევ ერთ უსამართლობასთან ივანიშვილის მხრიდან“. „ჟაკეტის საქმეში 8 მილიონ 400 ათასი ლარის, ანუ 3 მილიონი დოლარის „ქურდობაში“ დამადანაშაულეს, არა ქურდობაში, კონკრეტულად „გაფლანგვაში“ - სამსახურებრივი ვიზიტის ხარჯზე და მკვლელ ფარცხალაძის მიერ შეთხზულ საქმეზე 9 წელი მომისაჯეს. ღარიბაშვილს პირადად აღმოაჩნდა 6 მილიონი დოლარის გაფლანგვა და მხოლოდ 5 წელი მიიღო, დარწმუნებული ვარ ძალიან მალე გაათავისუფლებენ. ვისაც გიხარიათ ღარიბაშვილის ციხეში ყურება, არაფერი გესმით. ფაქტობრივად, საქმე გვაქვს ივანიშვილის მორიგ უსამართლობასთან“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - სასჯელის სახე და ხანგრძლივობა განისაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთით. ღარიბაშვილს დამატებით 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმაც დაეკისრა, ხოლო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მოპოვებული და მისი სახლის ჩხრეკისას ამოღებული თანხა ჩამოერთმევა.
• თბილისში მამაკაცი გარდაცვლილი დედის ცხედართან ერთად ბინაში თითქმის ორი წელი ცხოვრობდა • რასა იუკნევიჩიენემ წაიკითხა წერილი ელენა ხოშტარიას ევროპარლამენტში დებატების დროს. • სტამბა სასკოლო სახელმძღვანელოები წელს სახელმწიფოს 13,4 მილიონი ლარი დაუჯდება • ევროკომისარი: ამჟამინდელი კურსით საქართველო ევროკავშირს არც 2030 წლისთვის და არც არასდროს შეუერთდება • ნაჩო სანჩეს ამორი - ევროპარლამენტში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, მაშინ როცა მათ მიატოვეს ევროპული პერსპექტივები, რამაც გამოიწვია უარყოფითი შედეგები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. • სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს •