ნინო წილოსანი ირაკლი ღარიბაშვილმა გამოძიებასთან თანამშრომლობით სწორი გადაწყვეტილება მიიღო ორივე მხარეს ესმოდა საკითხის სენსიტიურობა და ვფიქრობ, ეს იყო...
ირაკლი ღარიბაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო ყველასთვის, მათ შორის იმ დაწესებულებისთვის, რომელსაც წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, მან გათვალა ყველა რისკი და ალბათ არავის სურდა კიდევ უფრო მეტი „ჭუჭყი“ გამოეტანა - დეტალები თავად ქმნის კიდევ უფრო მეტ ჭუჭყს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავების კომენტირებისას. მისი თქმით, საქმეში ორივე მხარეს ესმოდა საკითხის სენსიტიურობა და თანამშრომლობა იყო „საუკეთესო გადაწყვეტილება ამ მტკივნეული, მგრძნობიარე და მრავალკომპონენტიანი პროცესისთვის“. „ბუნებრივია, ოჯახის წევრები განსაკუთრებით შეწუხებულნი არიან ამ ყველაფრით და ამ მხრივ განაწყენდებიან. თუმცა, ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გამოძიებასთან თანამშრომლობისას სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სხვათა შორის, გამოძიებასთან თანამშრომლობის გაგრძელება არის ის, რომ ეს საქმე არა სასამართლო პროცესით, არამედ საპროცესო შეთანხმებით დამთავრდა. ეს მტკივნეული, მგრძნობიარე და მრავალკომპონენტიანი პროცესია. თუკი ირაკლი ღარიბაშვილის ახლობლები სასამართლო განხილვას ითხოვენ, ის, ვისაც ამის უზრუნველყოფა შეეძლო, თავად ირაკლი ღარიბაშვილი იყო, მაგრამ მან გამოძიებასთან თანამშრომლობით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო ყველასთვის, მათ შორის იმ დაწესებულებისთვის, რომელსაც წარმოადგენდა. ის იყო პრემიერ მინისტრი და რა თქმა უნდა, ყველასთვის საკმაოდ მტკივნეული და საზიანოა, რომ ასეთ თანამდებობაზე მყოფი ადამიანი, რომელიც საკმაოდ მაღალი რეიტინგით სარგებლობდა, ასეთი ბრალდების წინაშე აღმოჩნდა. ბუნებრივია, მან გათვალა ყველა რისკი და ალბათ არავის არ სურდა კიდევ უფრო მეტი ჭუჭყი გამოეშვა. სასამართლო პროცესი უზრუნველყოფს ამას, არა? არაერთი მოწმე დაიკითხებოდა, ფაქტები გახდებოდა საჯარო და, ალბათ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება - გადაწყვეტილება, რომელსაც მე პირადად სრულად ვეთანხმები“, - განაცხადა წილოსანმა. დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რას წარმოადგენს „მეტი სიბინძურე“, წილოსანმა უპასუხა, რომ „დეტალები თავისთავად უფრო მეტ ჭუჭყს ქმნის“. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება მიაღწია. მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, ღარიბაშვილს დამატებით სასჯელის სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმაც დაეკისრა და დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოპოვებული და საცხოვრებლის ჩხრეკისას ამოღებული თანხებიც ჩამოერთმევა.
• ბოჭორიშვილი: პოლიტიკოსების ადგილი პარლამენტშია, ბოიკოტი მხოლოდ მათ აზიანებს, ვინც ამას აცხადებს • ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება • გიორგი სიორიძე: რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ წინასწარი სხდომაც კი არ დაუნიშნავს - ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის დადგმას აპირებენ ივანიშვილი და მისი რეჟიმი. • ირაკლი ქადაგიშვილი „ოპოზიციურ ალიანსზე“: ეს არის დაქუცმაცებული და ხელახლა აწყობილი „ნაციონალური მოძრაობა“ - თუ ვინმეს „მუშაობდა“ პარტიების გაქრობაზე, ეს რადიკალები იყვნენ. • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ჩვენ მოვითხოვეთ პატიმრების, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის მონახულება, რაც გამოვუცხადეთ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს - მათ უპასუხეს: „არა“ • სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა •