კობახიძე ერთ ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის DAMAC Properties ის დამფუძნებელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის DAMAC Properties-ის დამფუძნებელს ჰუსეინ საჯვანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმატებული საქმიანობა ქვეყანაში. „განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს გარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები, მათ შორის სტუმართმოყვარეობისა და უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების პოტენციალი, ასევე ტურიზმის სექტორის ზრდის დინამიკა. გამოითქვა ორმხრივი ინტერესი სამომავლო თანამშრომლობის მიმართ. DAMAC Group არის სასტუმროსა და უძრავი ქონების წამყვანი დეველოპერი ახლო აღმოსავლეთში, მუშაობს 15 ქვეყანაში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი.
• იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი - რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო, ილია მეორის დაკრძალვაზე პირადად ვერ დავესწრებით, ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს • ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა • გარეგინ II: პატრიარქ ილია მეორის პატრიარქობა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით აღინიშნა. • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სავიზო გადაწყვეტილებაში ცვლილებებს განმარტავს • ელია მეორეს საკურთხევლის მარცხნივ სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ • კვირას წირვა-ლოცვა აღევლინება და წირვას მსოფლიო პატრიარქი აღავლენს •