ირაკლი კობახიძე ერთ ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის DAMAC Properties ის დამფუძნებელს ჰუსეინ საჯვანს შეხვდა.

ირაკლი კობახიძე ერთ ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის DAMAC Properties ის დამფუძნებელს ჰუსეინ საჯვანს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის DAMAC Properties-ის დამფუძნებელს ჰუსაინ საჯვანს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმატებულ საქმიანობაზე ქვეყანაში. პრესსამსახურმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, განსაკუთრებით მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში, ასევე ინვესტიციების პოტენციალს და ტურიზმის სექტორის ზრდის დინამიკას. გამოითქვა ორმხრივი ინტერესი სამომავლო თანამშრომლობისთვის. „DAMAC Group არის წამყვანი სასტუმროების და უძრავი ქონების დეველოპერი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც მუშაობს 15 ქვეყანაში, წლიური შემოსავალი 4 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. კომპანიაში დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი. შეხვედრას ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი; იუსტიციის მინისტრი პაატა სალია; და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი აკლიასაქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ტაილანდიდან ჩარტერებით გაჰყავთეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ჩვენ მოვითხოვეთ პატიმრების, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის მონახულება, რაც გამოვუცხადეთ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს - მათ უპასუხეს: „არა“ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს სამკაულის შემოტანის ორი შემთხვევა გამოვლინდაეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ მოითხოვა ნებართვა პოლიტიკური საქმიანობისთვის პატიმრების მონახულების შესახებირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევას მიულოცა.

ENDEKA