აშშ ის მიერ დატყვევებული ტანკერის მარინერას კაპიტანი ავთანდილ კალანდაძეა.

აშშ ის მიერ დატყვევებული ტანკერის მარინერას კაპიტანი ავთანდილ კალანდაძეა.

ვენესუელასთან დაკავშირებული და ამერიკული ძალების მიერ დატყვევებული ტანკერის მარინერას კაპიტანი 47 წლის ბათუმელი მეზღვაური ავთანდილ კალანდაძე აღმოჩნდა. ეს ინფორმაცია მეზღვაურებმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურსაც დაუდასტურეს. კაპიტნის ოჯახი ბათუმში ცხოვრობს - ჰყავს ცოლი და არასრულწლოვანი შვილი. კოლეგები ვარაუდობენ, რომ კალანდაძე, ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად, გემზე კვლავ იმყოფება მას შემდეგ, რაც ტანკერი 7 იანვარს დააკავეს. სავარაუდოდ, ტანკერზე საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე იმყოფებოდეს. 7 იანვარს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს ეკიპაჟის წევრების დევნის განზრახვა. მათ ბრალად ედებათ სანქცირებული ტანკერით ნავთობის ტრანსპორტირება. ჯერჯერობით უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება და როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. 9 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართვის საფუძველზე აშშ-ის პრეზიდენტმა გაათავისუფლა რუსი ტანკერის ეკიპაჟის ორი წევრი და ისინი მალე დაბრუნდებიან სამშობლოში. რა ბედი ელის საქართველოს მოქალაქეებს, არ ვრცელდება ინფორმაცია. ბოლო ინფორმაციით, BELLA-1-ის (Marinera) ეკიპაჟი შედგებოდა 17 უკრაინელი, 6 ქართველი, 3 ინდოელი და 2 რუსი. შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს ტანკერი Marinera ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით, ისლანდიის სანაპიროსთან, ჩრდილო ატლანტის ოკეანეში, ამერიკის ძალებმა დააკავეს. ტანკერი, რომელიც დატვირთული იყო, ადრე გამოიყენებოდა ვენესუელის ნავთობის გადასაზიდად და სამშაბათს, 6 იანვარს, შოტლანდიასა და ისლანდიას შორის იმყოფებოდა. ის გეგმავდა ვენესუელაში ჩასატვირთად გაჩერებას, მაგრამ ეს ვერ შეძლო, განმარტავს WSJ.

არასამთავრობო ორგანიზაციები რეორგანიზაციის შემდეგ ბათუმის მერიაში პოლიტიკურ დათხოვნას ავრცელებენეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ „საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სერიოზული დაბრკოლებაა სტაბილურობისა და ქვეყნის პრობლემების გადასაჭრელად“.საქართველო 2026 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 35-ე ადგილზეაეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველოში პოლიტიკასა და საზოგადოებაში პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყანას საკუთარი პოტენციალის რეალიზებაშიWSJ: საუდის არაბეთს მილიონობით დოლარის ღირებულების უკრაინული თვითმფრინავების შეძენა სურსთათა ხვედელიანი - დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობა, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში, მაგრამ ამ დიალოგს ანადგურებს ორი ძალა - ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა.

ENDEKA