4 ოქტომბრის მოვლენების გამო დაკავებული ნინა სანდერი პოლიტპატიმარი ვარ თუ სასწრაფოდ არ გამათავისუფლებენ, დღესვე დავიწყებ მშრალ შიმშილობას, მედიკამენტებ...

4 ოქტომბრის მოვლენების გამო დაკავებული ნინა სანდერი პოლიტპატიმარი ვარ თუ სასწრაფოდ არ გამათავისუფლებენ, დღესვე დავიწყებ მშრალ შიმშილობას, მედიკამენტებ...

4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ნინა სანდერმა განაცხადა, რომ თუ დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებენ, მშრალ შიმშილობას დაიწყებს. სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე სანდერმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სასაუბროდ დრო სთხოვა. გერმანიიდან ჩამოვედი ქართველი ხალხის ხმის მიცემის უფლების დასაცავად, რადგან არჩევნები გაყალბდა... რის შედეგადაც ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია და აღმასრულებელი ხელისუფლება არალეგიტიმური, სახელმწიფო ტყვედ ჩავარდა. მე ვიდექი სისხლიან აქციებზე ქართველების ევროპული მომავლის დასაცავად, სადაც ხდებოდა ტერორი და ძალადობრივი დარბევა. ასევე დამაყენეს ფორმირებულმა პოლიციელებმა. როგორც სხვა მოქალაქეებს, ჩემს წინააღმდეგაც გამოიყენეს ქიმიური იარაღი და მე მაქვს იგივე სიმპტომები, რაც მესმის ტელევიზორში: მე მაქვს D ვიტამინის დეფიციტი, ასევე ვცხოვრობ ვეგანური ცხოვრების წესით, მაგრამ უკვე ოთხი თვეა, რაც არ მიმიღია D ვიტამინი წამება, ტანჯვა გულთან დაკავშირებული პრობლემებით, ოთხი თვეა, რაც ექიმმა მატყუარა, როგორც ვეგანმა და წამალი მომიტანა. იანვრიდან ყბა დამიბერდა - არც რენტგენი, არც არაფერი; მათ ანტიბიოტიკები დაუნიშნეს, თქვეს, რომ რენტგენის აპარატი გაფუჭებულია... არც ყურადღება, არც გამოკვლევა, არც წამალი. დავასრულე საუბარი ციხის დირექტორთანაც და ციხის ექიმთანაც. ჩემი ჯანმრთელობა ქიმიურმა იარაღმა დააზიანა. მე ვარ პოლიტიკური პატიმარი. თუ სასწრაფოდ არ გამათავისუფლებთ, დღესვე დავიწყებ მშრალ შიმშილობას, ყოველგვარი წამლის გარეშე - მაინც არ მაქვს. ციხეში ჩასვლისთანავე ჩემ მიმართ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს: მოითხოვეს ჩემი გაშიშვლება და ჩემი გერმანული გვარის გამო დამიძახეს ფაშისტი“, - განაცხადა სანდერმა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ადვოკატებს ჰკითხა, იცოდნენ თუ არა სანდერის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია. ადვოკატებმა უარყოფითად უპასუხეს და განაცხადეს, რომ დღეს ოფიციალურ საჩივარს მიმართავენ მალხაზ ურთმელიძეს. ცნობისთვის, 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერსს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მუქარიძეს, გიორგი მუქარიძეს ბრალი წაუყენეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222 მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც ეხება ჯგუფის მიერ ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაყადაღებისა და ბლოკადის მცდელობას. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითაც წაუყენეს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მარიამ მექანციშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით ედება, რაც ჯგუფური ქმედებების მოწყობას გულისხმობს. ნინა სანდერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალი ასევე წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც ეხება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი ცვლილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდებას და 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

16 მარტიდან მეტრო ვარკეთილი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებსნიკოლოზ სამხარაძე - ყოველთვის არის მცდელობა, გამოიყენონ საქართველო სანქციების გვერდის ავლით და მათ შორის, დიდწილად, ევროპულმა კომპანიებმა - ასე რომ, ჯერ საკუთარ კომპანიებს მიხედონ.კობახიძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრაფაშინიანმა დაადასტურა სომხეთის განზრახვა განახორციელოს TRIPPსაქართველოს საკითხზე დღეს ევროპარლამენტში დებატები გაიმართებაქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს სამკაულის შემოტანის ორი შემთხვევა გამოვლინდა

ENDEKA