11 თვის განმავლობაში საქართველომ 73 მილიონი ლარის ღირებულების მინის ბოთლები და ქილები შეიძინა

11 თვის განმავლობაში საქართველომ 73 მილიონი ლარის ღირებულების მინის ბოთლები და ქილები შეიძინა

2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში მინის ბოთლებისა და ქილების იმპორტი ოდნავ გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, ამ პერიოდში ქვეყანამ მინის ბოთლების იმპორტისთვის 73 მილიონი დოლარი გადაიხადა, იმპორტმა ჯამში 134 457 ტონა შეადგინა. შედარებისთვის, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში მინის ბოთლების იმპორტის ღირებულებამ 66,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მოცულობამ 145 486 ტონა. შედეგად, იმპორტის ღირებულება გაიზარდა 9,3%-ით, ხოლო მოცულობა შემცირდა 7,5%-ით, რაც საქართველოში იმპორტირებული მინის ბოთლების საშუალო ფასის ზრდაზე მიუთითებს. ქვეყნის მინის ბოთლების მიწოდების მთავარი ბაზარი რუსეთია, საიდანაც 2025 წლის 11 თვეში 64 026 ტონა პროდუქცია შემოვიდა, რაშიც საქართველომ 35,8 მილიონი დოლარი გადაიხადა. შუშის ბოთლების უმსხვილესი მომწოდებლები 2025 წლის იანვარ-ნოემბერში: რუსეთი – $35,8 მილიონი, 64,026 ტონა; სომხეთი – $25,4 მილიონი, 56,532 ტონა; ჩინეთი – $2,5 მილიონი, 1492 ტონა; აზერბაიჯანი – $2,1 მილიონი, 4732 ტონა; უკრაინა – $1,8 მილიონი, 2392 ტონა; თურქეთი – $1,5 მილიონი, 2288 ტონა; საფრანგეთი – $1 მილიონი, 553 ტონა; მოლდოვა – 828 ათასი დოლარი, 998 ტონა; იტალია – 654 ათასი დოლარი, 333 ტონა; ბულგარეთი – 174 ათასი დოლარი, 220 ტონა.

კობახიძე: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ზრუნვა გაგრძელდესყოფილი ომბუდსმენი სსსგ-ში დაიბარეს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან „კომუნიკაციის“ გამოელენე ხოშტარია - მე, როგორც პოლიტპატიმარი, ძალიან მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ პირს ან ადამიანთა ჯგუფს რაიმე სახის დიალოგში ჩემი თავისუფლებისა და პატიმრობის შესახებ.მიხეილ ყაველაშვილი კავკასიის სამედიცინო ცენტრში მივიდა80 წლის ქართველმა სპორტსმენმა ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქრო და ორი ვერცხლი მოიპოვა.ბენჟამინ ჰადადი - მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები - საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც ქართულმა ოცნებამ უღალატა

ENDEKA