შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა, წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა სულ უფრო და უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს. „თავიდანვე ცხადი იყო, რას მიიყვანდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც პრემიერ-მინისტრი დაინიშნებოდა მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სიტყვით გამოდის სხვა ქვეყანაში რადიკალების ანტისამთავრობო აქციაზე. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს“, - წერს პაპუაშვილი. შალვა პაპუაშვილი ამ პოსტით გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიკოს განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპა ღრმა კრიზისის წინაშე დგას. "ევროკავშირი არასოდეს ყოფილა ასეთი საფრთხის წინაშე. ის არასოდეს ყოფილა ასე დასუსტებული. ევროპა არასოდეს ყოფილა ასეთი უმწეო. ევროპა არასოდეს ყოფილა ასე დაყოფილი", - თქვა ფიკომ. მისი თქმით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაჯა კალასი უნდა გადადგეს. ”ჩვენ უნდა შევცვალოთ ქალბატონი კალასი,” - თქვა მან და აღნიშნა, რომ მისმა ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ევროკავშირის შესაძლებლობა, ეფექტურად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს ან ჩამოაყალიბოს თანმიმდევრული პოზიცია მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზე.
• მეტროსადგური ვარკეთილი 16 მარტიდან მუშაობას სრულად განაახლებს • ფაშინიანმა დაადასტურა სომხეთის განზრახვა განახორციელოს TRIPP • ამბასადორის კუნძული ბათუმი წარმოგიდგენთ სტრატეგიულ ხედვას და საინვესტიციო შესაძლებლობებს MIPIM 2026-ზე • რეზოლუციის პროექტი: ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს ელენე ხოშტარიას და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას - ასევე გმობს შემაკავებელი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის აღკვეთას და მოუწოდებს „ოცნებას“ გააუქმოს ეს კანონები. • კუპრაძე: ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დიალოგის ყველა შესაძლებლობა კრიზისის განმუხტვისთვის • გია ვოლსკი - რუსეთი საქართველოში ვერ გაიმარჯვებს! - მარტა კოსის დახმარებით მას შეუძლია გაიმარჯვოს, რადგან თბილისსა და ბრიუსელს შორის წარმოქმნილი წითელი ხაზები და დაპირისპირება სწორედ კოსის და მისი გუნდის დამსახურებაა. •