საქართველოს პრემიერ მინისტრი Abu Dhabi Ports Group ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი Abu Dhabi Ports Group ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Abu Dhabi Ports Group-ის რეგიონალურ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიდ ალ შამსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს „შუა დერეფნის“ სატრანსპორტო და ლოგისტიკური მარშრუტის მნიშვნელობა და ამ კონტექსტში თბილისის მშრალი პორტის პროექტის როლი, რომელიც განხორციელდა Abu Dhabi Ports Group-ის ინვესტიციებით. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა კიდევ უფრო გააფართოონ თანამშრომლობა, მათ შორის სტრატეგიულ ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო პროექტებში. აღინიშნა, რომ წარმატებული პარტნიორობის მაგალითია თბილისის მშრალი პორტი, რომელმაც ფუნქციონირება გასულ წელს დაიწყო და შუა დერეფნის გავლით დასავლეთ აზიის საწარმოო ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან აკავშირებს, როგორც საზღვაო, ისე მშრალი პორტების ქსელის გამოყენებით საქართველოში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ყაზახეთში. Abu Dhabi Ports Group არის თბილისის მშრალი პორტის 60%-იანი წილის მფლობელი და მისი მთავარი პარტნიორი, რომელიც მართავს ახალ ლოჯისტიკურ ცენტრს. ამ ეტაპზე კომპანიამ თბილისის მშრალი პორტის პროექტში 16 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ინვესტიციების მოცულობა კი პროექტის განვითარებასთან ერთად გაიზრდება. Abu Dhabi Ports Group არის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში, რომელიც ოპერირებს მსოფლიო დონის პორტებს, ლოგისტიკურ ცენტრებს და ინდუსტრიულ ზონებს. კომპანია ოპერირებს ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში და ჰყავს 6 ათასზე მეტი თანამშრომელი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი.

ფაშინიანი: "გაყინული" ევროკავშირი-საქართველოს დიალოგი "ყველაზე დიდი პრობლემა" სომხეთის ევროპული გზისთვისტომაშ ფროლიკი: საქართველოს აქვს პრაგმატული მიდგომა საგარეო პოლიტიკასთან და არ სურს გახდეს სხვა კიევინიკოლოზ სამხარაძე - ყოველთვის არის მცდელობა, გამოიყენონ საქართველო სანქციების გვერდის ავლით და მათ შორის, დიდწილად, ევროპულმა კომპანიებმა - ასე რომ, ჯერ საკუთარ კომპანიებს მიხედონ.ფაშინიანმა დაადასტურა სომხეთის განზრახვა განახორციელოს TRIPPფაშინიანი: საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირისკენთათა ხვედელიანი - დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობა, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში, მაგრამ ამ დიალოგს ანადგურებს ორი ძალა - ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა.

ENDEKA