რუსთავის ქალთა კოლონიასთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და დაკავების ერთი წლისთავთან დაკავშირებით, მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა რუსთავის ქალთა #5 სასჯელაღსრულების დაწესებულების წინ სოლიდარობის აქცია გამართეს. მათ ადგილზე მიიტანეს ბანერები: „თავისუფლება მზიას!“, „იბრძოლე, სანამ გვიან არ არის“. აქციის მონაწილეებმა სანთლებით ასფალტზე წარწერა „თავისუფლება მზიას“ დახატეს. ამ გზით მათ მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს და ციხიდან გათავისუფლება მოითხოვეს. ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის თქმით, მზია ამაღლობელის პატიმრობა ადასტურებს, რომ ეს არის არა სამართლიანობა, არამედ ხელისუფლების მხრიდან შურისძიება. "ჩვენი მთავარი გზავნილია მზიას წახალისება და სოლიდარობა. ჩვენ კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ მისი უკანონო პატიმრობა. მზიას საქმე და მისი პატიმრობა ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ადგილია ამ ხელისუფლების ისტორიაში და ასეც დარჩება. ამ ხელისუფლებას ბევრი სამარცხვინო საქმე აქვს, მაგრამ ყველაზე სამარცხვინო საქციელი, რაც გაახსენდება, არის უკანონო პატიმრობა. სამართლიანობა, მაგრამ შურისძიება თავისუფლებისმოყვარე ადამიანებზე, შურისძიება მათზე, ვინც არ უწყობს ხელს დიქტატურის დამყარებას, ეს არის სიგნალი ხალხისთვის, რომ თუ არ დაემორჩილებით რეჟიმს და არ გამოხატავთ თქვენს პროტესტს, ყველა შეიძლება დაისაჯოს ამ გზით, რადგან არ არის სამართალი ამ ქვეყანაში, არის რეჟიმის შურისძიება. ცნობისთვის, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს, 6 აგვისტოს მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კერძოდ, ის მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას. აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას 2 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე ვადით.
• არჩილ გორდულაძე - კარგია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღიარეს და ხაზი გაუსვეს სიმართლეს, რომლის აღიარება არც კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში და არც მათთან დაკავშირებულ პირებს არ სურთ. • ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები თავშესაფრებში სტერილიზაციის შემდეგ ცხოველების დაკარგვის შესახებ აცხადებენ • რუმინეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ აშშ-ს უფლება მისცა გამოიყენოს თავისი ბაზები ირანზე თავდასხმებისთვის • სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს • რეზოლუციის პროექტი: ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს ელენე ხოშტარიას და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას - ასევე გმობს შემაკავებელი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის აღკვეთას და მოუწოდებს „ოცნებას“ გააუქმოს ეს კანონები. • გია ვოლსკი - რუსეთი საქართველოში ვერ გაიმარჯვებს! - მარტა კოსის დახმარებით მას შეუძლია გაიმარჯვოს, რადგან თბილისსა და ბრიუსელს შორის წარმოქმნილი წითელი ხაზები და დაპირისპირება სწორედ კოსის და მისი გუნდის დამსახურებაა. •