პროკურატურამ ყოფილ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება მიაღწია - სასჯელის სახე და ხანგრძლივობა 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას დამატებითი სასჯელის სახით 1 მილიონი ლარითაც დაეკისრა ჯარიმა. „საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ყოფილ პრემიერ-მინისტრს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, დამატებით სასჯელად 1 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. მას ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოპოვებული და საცხოვრებელი კორპუსის ჩხრეკისას ამოღებული თანხა. ირაკლი ღარიბაშვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების პირობებს ეთანხმება. სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
• შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები • საქართველოში 20 ლიტრზე ნაკლები მოცულობის სასმელებისთვის პლასტმასის კონტეინერები აიკრძალება • TI: „ქართული ოცნება“ შურს იძიებს იმ სანქციებისთვის, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტTV“-ს. • ეუთო საქართველოს შესახებ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს • კახა კალაძე მოსკოვის მექანიზმის შესახებ - ეს დოკუმენტი სისულელეა, გავიდა დრო, როცა გარედან მოდიოდა მითითებები და ხალხმა თავი დაუქნია და გადაწყვეტილებებს იღებდა - მთავრობა გადაწყვეტს, რა კანონებია საჭირო ქვეყნის შიგნით. • ბიზნესმენი თემურ ჭყონია: პლასტმასის კონტეინერების აკრძალვამ შეიძლება გამოიწვიოს სამუშაო ადგილების შემცირება და პროდუქტების დეფიციტი •