მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად დღეს მარტი გაიმართება
დღეს ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი მსვლელობა იგეგმება. როგორც მსვლელობის ორგანიზატორები აცხადებენ, მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან 20:00 საათზე დაიწყება და გალაკტიონის ხიდსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე გაივლის, რუსთაველზე პარლამენტთან დასრულდება. გარდა ამისა, გუშინ, 22:00 საათზე, რუსთავის ქალთა კოლონიასთან სიმბოლურ აქციაზე მზია ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები შეიკრიბნენ. ცნობისთვის, 12 იანვარს მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წელი სრულდება.
• სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს • ტომაშ ფროლიკი: საქართველოს აქვს პრაგმატული მიდგომა საგარეო პოლიტიკასთან და არ სურს გახდეს სხვა კიევი • მიგრაციულმა სამსახურმა 31 უცხოელი დააკავა • თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. • ირაკლი ქობალია: ეუთო მოუწოდებს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას უარი თქვას პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე და ასევე აღნიშნავს პოლიტპატიმრების პრობლემას - ეს ის საკითხებია, რომელთა წინააღმდეგ კონსტრუქციული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია. • პაპუაშვილი: ევროპარლამენტი უახლოვდება საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობას •