კალაძე არ მაინტერესებს რა გეგმები აქვს ნაციონალურ მოძრაობას .
მე არ მაინტერესებს რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ - სახელები და გვარები, ვის, სად და როგორ არ იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის რადიკალური ჯგუფი, მოღალატეები, ქვეყნის მტრები. ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და „თინა ბოკუჩავას პარტიის თავმჯდომარე ლევან სანიკიძე შეცვლის“. მისი თქმით, მათი ყველა განცხადება და ნაბიჯი მიმართულია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. "მე არ მაინტერესებს რა გეგმები აქვს, რა გადაწყვეტილებებს იღებენ. სახელებს და გვარებს, ვინ, სად და როგორ არ იქნება მნიშვნელოვანი. ვიცით, რომ ეს არის რადიკალური ჯგუფი, მოღალატეები, ქვეყნის მტრები, მათ გარედან აკონტროლებენ, ყველა მათი განცხადება და ნაბიჯი გადადგმულია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ", - აღნიშნა კალაძემ. გარდა ამისა, მან ისაუბრა 4 ოქტომბრის მოვლენებზე და აღნიშნა, რომ რადიკალების ჯგუფს გადატრიალების განხორციელების უფლება არ მისცეს.
• უჩა ნანუაშვილი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას ითხოვს • აჭარაში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 80-მდე ადამიანი დააკავეს. • 20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილებების აღსრულება ევროპის საბჭოს გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ გადავიდა. • კობახიძე ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს აკრიტიკებს, ავტორს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს • თენგიზ შარმანაშვილი - ვიცით, რომ ქაჯა კალასი საქართველოსთვის კარგს ვერაფერს გააკეთებს, მაგრამ მისი მცდელობა უკვე სასაცილო ხდება - თუ გინდა, ჩემს დიპლომატიურ პასპორტს მოგცემ, საერთოდ არ მჭირდება. • შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 72 პირი დააკავა. •