კახა კალაძე არაბულ ინვესტიციაზე სახელმწიფოზე პირდაპირი შეტევა ხდება, რადგან გარკვეულ ძალებს არ უხარიათ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება

კახა კალაძე არაბულ ინვესტიციაზე სახელმწიფოზე პირდაპირი შეტევა ხდება, რადგან გარკვეულ ძალებს არ უხარიათ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება

არის პირდაპირი შეტევა სახელმწიფოზე. ჩვენ ვიცით, რა ძალები გვებრძვიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამ ხალხს არ უხარია, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, რეკონსტრუქცია და ა.შ., - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში არაბული ინვესტიციის საკითხს, რომელიც კომპანია Eagle Hills Georgia-ს პროექტს ეხება. როგორც მან მედიასთან საუბარში აღნიშნა, ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თუმცა გარკვეული ჯგუფები ავრცელებენ სიცრუეს, რაც არის „პირდაპირი თავდასხმა სახელმწიფოზე“. „შემთხვევითი არ არის, რომ ვხედავთ, რამდენი სიცრუე და სიბინძურე ვრცელდება ამ პროექტის ირგვლივ, არის პირდაპირი შეტევა სახელმწიფოზე, ვიცით, რა ძალები გვებრძვიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ ხალხს არ უხარია, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, გვაქვს ეკონომიკური პროგრესი, აღმშენებლობა და ა.შ. ვფიქრობ, საზოგადოება თავად შეაფასებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ მასშტაბის პროექტების განხორციელება. ამ ტიპის პროექტები ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ასევე მნიშვნელოვანია იმ ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან სამშენებლო სექტორში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ირანის მიერ თავდასხმულ ტანკერზე 23 ქართველი იმყოფებოდა.ეუთო საქართველოს შესახებ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებსშვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციებისაქართველოში 20 ლიტრზე ნაკლები მოცულობის სასმელებისთვის პლასტმასის კონტეინერები აიკრძალებადაინიუს ჟალიმასი: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლით კერად იქცაადვოკატი: გასაგებია, რომ გივი თარგამაძე საქართველოს მხარდამჭერის, პატრიოტის, ჭეშმარიტი მოქალაქის პოზიციიდან საუბრობდა იმ განცხადებების ფარგლებში, რისთვისაც დღეს დაიკითხა - ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა

ENDEKA