იუსტიციის მინისტრი საქართველოში კანონი პირველ ადგილზეა

იუსტიციის მინისტრი საქართველოში კანონი პირველ ადგილზეა

„ღარიბაშვილი ითანამშრომლა გამოძიებასთან, შესაბამისად, ეს გახდა საპროცესო შეთანხმების დადების ერთ-ერთი პირობა“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ. სალიას თქმით, ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია დაიცვას კანონი და თანამდებობას არ აქვს მნიშვნელობა. „ბრალდებულსა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება მიღწეულია, მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში კანონი უზენაესია ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად იმისა, თანამდებობის პირი, რიგითი მოქალაქეა თუ პრემიერი. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, კანონი უნდა ამოქმედდეს“, - განაცხადა პაატა სალიამ. ცნობისთვის: საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა მიესაჯა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, 24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის გათეთრების საქმეზე, გირაოს სახით, მილიონი ლარის ოდენობით. ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც უკანონო შემოსავლის გათეთრებას გულისხმობს, რასაც თან ახლავს შემოსავლის განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიღება.

გიორგი სიორიძე: რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ წინასწარი სხდომაც კი არ დაუნიშნავს - ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის დადგმას აპირებენ ივანიშვილი და მისი რეჟიმი.ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი "შეშფოთებულია" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებითირაკლი ქადაგიშვილი „ოპოზიციურ ალიანსზე“: ეს არის დაქუცმაცებული და ხელახლა აწყობილი „ნაციონალური მოძრაობა“ - თუ ვინმეს „მუშაობდა“ პარტიების გაქრობაზე, ეს რადიკალები იყვნენ.ხუხაშვილმა კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვის შემდეგ გააკეთაეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მყოფი: ჩვენ დავაყენეთ დიალოგის არარსებობის, ბოიკოტისა და ძალადობის საკითხები - უნდა ითქვას, რომ დიალოგი აკლიაბრიტანელი დეპუტატი ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას სთავაზობს

ENDEKA