ირაკლი კობახიძე Abu Dhabi Ports Group ის რეგიონალურ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიდ ალ შამსის შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Abu Dhabi Ports Group-ის რეგიონალურ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიდ ალ შამსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს „შუა დერეფნის“ სატრანსპორტო და ლოგისტიკური მარშრუტის მნიშვნელობა და ამ კონტექსტში თბილისის მშრალი პორტის პროექტის როლი, რომელიც განხორციელდა Abu Dhabi Ports Group-ის ინვესტიციებით. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა კიდევ უფრო გააფართოონ თანამშრომლობა, მათ შორის სტრატეგიულ ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო პროექტებში. აღინიშნა, რომ წარმატებული პარტნიორობის მაგალითია თბილისის მშრალი პორტი, რომელმაც ფუნქციონირება გასულ წელს დაიწყო და შუა დერეფნის გავლით დასავლეთ აზიის საწარმოო ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან აკავშირებს, როგორც საზღვაო, ისე მშრალი პორტების ქსელის გამოყენებით საქართველოში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ყაზახეთში. Abu Dhabi Ports Group არის თბილისის მშრალი პორტის 60%-იანი წილის მფლობელი და მისი მთავარი პარტნიორი, რომელიც მართავს ახალ ლოჯისტიკურ ცენტრს. ამ ეტაპზე კომპანიამ თბილისის მშრალი პორტის პროექტში 16 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ინვესტიციების მოცულობა კი პროექტის განვითარებასთან ერთად გაიზრდება. Abu Dhabi Ports Group არის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში, რომელიც ოპერირებს მსოფლიო დონის პორტებს, ლოგისტიკურ ცენტრებს და ინდუსტრიულ ზონებს. კომპანია ოპერირებს ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში და ჰყავს 6 ათასზე მეტი თანამშრომელი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი.
• მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრების ღირებულების რეიტინგში თბილისი 399-ე ადგილს იკავებს • მამუკა კაციტაძე: რა ვქნათ, წყალი და ზეთი არ ერევა ერთმანეთს და ვინმეს ფეხის დარტყმით რომ უნდა დაიწყოს, „აქ ვართ და არავინ გცნობთ“, არ გამოვა, ძვირფასო! ალტერნატივა „ლელოს“ გარეშე შეუძლებელია • ირანი ხურავს ჰორმუზის სრუტეს - Reuters • საქართველო ამაყობს სამხრეთ გაზის დერეფანში მონაწილეობით - მარიამ ქვრივიშვილი • თათა ხვედელიანი „ოპოზიციურ ალიანსზე“: ადრეც გვიკვირდა, როგორ არ ერთიანდებოდა ეს პარტიები და სუბიექტები, რადგან ყველას ერთი და იგივე საფუძველი აქვს - „ნაციონალური“ წარმომავლობა • უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო •