ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის ციხეში მოათავსეს

ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის ციხეში მოათავსეს

ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსეს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საპროცესო შეთანხმებას მოაწერა ხელი - სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას დამატებითი სასჯელის სახით 1 მილიონი ლარითაც დაეკისრა ჯარიმა. „საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ყოფილ პრემიერ-მინისტრს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, დამატებით სასჯელად 1 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. მას ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოპოვებული და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული თანხა. ირაკლი ღარიბაშვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების პირობებს ეთანხმება. სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მაჭავარიანი: მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი "შეშფოთებულია" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებითჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი გამოთქვამს "სერიოზულ შეშფოთებას" გამოძიების გამო ლუკ კოფისა და გიორგი კანდელაკის თანაავტორული მოხსენების შემდეგ საქართველოში ირანის მზარდი გავლენის შესახებ.ესტონეთის ელჩი: თბილისიდან ამ კვირის ბოლოს დავტოვებ - აისახება თუ არა ჩემი წასვლა საქართველოსა და ესტონეთს შორის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე? რა თქმა უნდა, ასეა - ამას ვერ დავმალავევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხებში: ყულევის ნავთობტერმინალი ამოღებულია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტიდან.Zara, Bershka, Mango, Pull&Bear და სხვა ბრენდების გაყიდვები 357 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ENDEKA